,,რეაბილიტაცია, დღე 2…” – სოციალურ ქსელში მარიამის ახალი ვიდეო ვრცელდება

რამდენიმე თვის წინ ფოტოგრაფმა „დანტესმა“ კიდევ ერთი ქველმოქმედების ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც მოთხრობილი იყო ქუთაისელ მარიამზე, რომელსაც სახის ძვლების პრობლემა ჰქონდა. მოგვიანებით, კი გაირკვა, რომ თურქეთში მცხოვრები ექიმი მედეა იობაშვილი მარიამს დაეხმარებოდა შუამდგომლობაში, რომ თურქ პლასტიკურ ქირურგს მისთვის შეღავათიან ფასად სახის ოპერაცია ჩაეტარებინა.
მარიამს ოპერაცია უკვე ჩაუტარდა. ახლა კლინიკაში რეაბილიტაციას გადის. დანტესი სოციალურ ქსელში მარიამის ვიდეოს აქვეყნებს.
,,მარიამის რეაბილიტაცია დღე 2
ყველაფერი კარგად არის, მარიამი კარგად გრძნობს თავს. თავიდან ცოტა შეშინებული იყო, მაგრამ ნელ-ნელა ყველაფერი თავის ადგილზე დგება”,- წერს დანტესი.

ასევე დაგაინტერესებთ

ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის და კიდევ 9 პირის საქმეზე მოწმე პოლიციელი – ერთ-ერთი გაქცევისას, როცა ფარს ვურტყამდით ხელკეტებს, რომ ისინი შეგვეშინებინა და უკან წასულიყვნენ, ქვა მესროლეს ფეხში, თაბაშირში მქონდა ორი კვირა – არ შემიმჩნევია, ვინ მესროლა