“რა ხდება კარგია – ტირილი და ნიჰილისტური პოსტები სრულად არასაჭიროა” – ბექა კოკაია

კომპანიის “მშვიდი ღვინო” დამფუძნებელი, ბექა კოკაია:

ბოდიში ყველასთან, არ გაშეიმინგებთ:
ტირილი და ნიჰილისტური პოსტები სრულად არასაჭიროა. რაც ხდება კარგია. 1924 წლის აჯანყების მონაწილეებიც ასე გაასამართლეს. ოღონდ, მაშინ კოლოსალურად დიდი უპირატესობა და ძალაუფლება ჰქონდა რეჟიმს ახლანდელისგან განსხვავებით. ახლა უბრალოდ შოუს დგამენ. აცადეთ, დადგან. აცადეთ, მეტი მასალა დარჩეს არქივს. ხალხი მაშინ წააგებს, როცა საქართველოს მეგობარი აღარ დარჩება. საქართველოს მეგობარი აღარ დარჩება, თუ პროტესტი შეწყდება. პროტესტი შეწყდება, თუ ერთმანეთს მხოლოდ პესიმისტური ემოციები გავუზიარეთ. სინამდვილეში თვითონ გაცილებით მძიმედ არიან. დადგან შოუები. ჩვენ არ უნდა გაგვეფანტოს ფოკუსი.
ბრძოლა მარათონულია, კიდევ დიდ ხანს გაგრძელდება, თუმცა, მტკიცე სვლით აუცილებლად მივალთ იმ ნიშნულამდე, როცა რეჟიმი თვითონ დაიწყებს მოლაპარაკებას ძალაუფლების მშვიდობიან დათმობაზე.

ასევე დაგაინტერესებთ

კონსტანტინე გამსახურდია: გუნდის სიმღერის დროს ბავშვის დავარდნასთან და სხვათა მიერ ამ ამბის იგნორირებასთან დაკავშირებით ბევრმა წაიმძღვარა გალაკტიონის მართლაც მშვენიერი და ფეერიული ლექსი…

პოლონელი ევროპარლამენტარი – ქართველ პროევროპელ დემონსტრანტებს ევროპული მომავლის მოთხოვნის გამო სასტიკად სცემენ და აწამებენ – ივანიშვილისა და ამ რეპრესიებზე პასუხისმგებელი ოფიციალური პირების წინააღმდეგ მეტი სანქციებია საჭირო

ნინო ჯღარკავა: 4 წლის წინანდელი ფაქტია, სამივე პოლიციელი დაკავებულია, ასე რომ 2022 წელს სულხან თამაზაშვილი არ ყოფილა შინაგან საქმეთა მინისტრი და არც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე! დაეშვა ფარდა, პკ!