რა ხდება ამ წუთებში ეროვნულ ბანკში? – “თურნავა სამარეში ჩაყვება თუ ჩაითრევს ივანიშვილი” – რომან გოცირიძე

რა ხდება ამ წუთებში ეროვნულ ბანკში? – “თურნავა სამარეში ჩაყვება თუ ჩაითრევს ივანიშვილი” –
საქართველოს ეროვნულ ბანკში სტუმრად იმყოფება ჩინეთის ბანკთაშორისი გადახდების სისტემის პრეზიდენტი. ეს ორგანიზაცია არის “სვიფტის” ალტერნატივა, სადაც ანგარიშსწორება ხდება მხოლოდ ჩინურ ვალუტაში და სისტემას აკონტროლებს ჩინეთის ხელისუფლება. იგი შეიქმნა 2015 წელა დასავლური სანქციების გვერდის ასავლელად და ჩინეთის პოლიტიკური გავლენის გასაძლიერებლად.
“ოცნების” რეჟიმი რუსულ-ჩინურ ანტიდასავლურ სივრცეში ინტეგრაციისათვის სრული სვლით ემზადება. ახლა უკვე საფინანსო სფეროში აღრმავებს ურთიერთობებს. ამ და სხვა ქმედებების გამო არის ნათია თურნავა ყველა ქვეყნის სასანქციო სიაში შეყვანილი, როგორ დასანქცირების ერთ-ერთი კანდიდატი. რომც უნდოდეს ამ თამაშიდან ვერ გამოვა. ბედსაა მინდობილი და სამარეში ჩაყვება თუ ჩაითრევს ივანიშვილი. ჩინური დელეგაციის მიერ ეროვნულ ბანკში მოლაპარაკებების გამართვა “სვიფტიდან” გათიშვის რეალურ რისკებზე მიუთითებს. ვერავითარი ჩინური სისტემები “სვიფტს” ვერ შეცვლის. “სვიფტიდან” გათიშვა იმ ზომის პოლიტიკურ და ეკონომიკურ იზოლაციას ნიშნავს, რომ ეს ქვეყნის ჩამონგრევის ტოლფასი იქნება.
ამიტომაა მნიშვნელოვანი ამ რეჟიმის დროული დემონტაჟი.