“რა ხაბეიშვილის ძალის დემონსტრირება, კომიკურია… ბაქი-ბუქი” – ბოკერია

პარტია „ფედერალისტების” დამფუძნებელმა მ “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში” ნაციონალური მოძრაობის” წევრის ს განცხადებაზე, სადაც ის გენერალური ბრძოლის მომზადებასთან დაკავშირებით საუბრობდა, კომენტარი გააკეთა და თქვა:
„რა ხაბეიშვილის მხრიდან ძალის დემონსტრირება, კომიკურია ეს. ივანიშვილის რეჟიმი რას იტყვის, მაგას კი არ აქვს მნიშვნელობა. თავისთავად, ზომიერად საზიანოა ნებისმიერი პოლიტიკური პარტიისგან და, მითუმეტეს, იმ პარტიისგან, რომელსაც სახელი აქვს, წინა ხელისუფლების ბრენდი იყო, ბაქი-ბუქი, ეს პირიქით, უძალობის დემონსტრირებაა. რეალურად, ეს პროტესტი არ მიჰყავს „ნაციონალურ მოძრაობასა” და ხაბეიშვილს. მიჰყავთ იმ ახალგაზრდებს, პირველ რიგში, ვინც ათობით სხედან ციხეში და ვინც ათასობით არიან გარეთ და აგრძელებენ ამ პროტესტს – ეს საზოგადოება არის გამწევი ძალა და არა ხაბეიშვილი და “ნაციონალური მოძრაობა,” ამიტომ მის სიტყვებს უნდა შევხედოთ, როგორც პოლიტიკურ ფართხალს და ახლა ივანიშვილის რეჟიმი რომ გამოიყენებს ამას, ხომ გასაგებია, მაგრამ ვერც გამოიყენებს, იმდენად ბაქი-ბუქია ეგ. ჩვენი გამოწვევა არის, რომ არ შევწყვიტოთ იმ წნეხის განხორციელება ამ რეჟიმზე, რაც დღეს გვაქვს. ასევე, ამ წნეხის გაზრდა, პროტესტის რაოდენობისა და ხარისხის ზრდით, რამდენი ხანიც არ უნდა დაგვჭირდეს. ამავე დროს, პოლიტიკურ პარტიებს თუ სადმე აქვთ ამოცანა იმ უზარმაზარი რეპუტაციული დანაკარგის გამო, რაც ზოგადად პოლიტიკურ კლასს აქვს სხვადასხვა დოზით, სხვადასხვა მიზეზით, მაგრამ ჯამში ყველას, ამის ამოქაჩვა, დემონსტრირება, რომ შეგიძლია ბაქი-ბუქი კი არა, არამედ პრაქტიკულ საკითხებზე თანამშრომლობა ერთმანეთთან, შერწყმის გარეშე, ერთიანობაზე ცუდი სადღეგრძელოების გარეშე. ხედვა არსებობს და უნარი რაღაცებზე ერთად მუშაობის და ამის მცდელობა არის იმ კოორდინაციაში, რომელიც პოლიტიკურ პარტიებს შორის არის, სადაც დღეს ჩვენ ვართ და სადაც “ნაციონალურმა მოძრაობამ” უარი თქვა იმიტომ, რომ ცენტრალური სადაც არ არიან, იქ არ უნდათ ყოფნა. ეს დიდი უპასუხისმგებლობაა, სხვათა შორის, მისგან, ვინც ერთიანობაზე ყველაზე მეტს ლაპარაკობდა. კარგი იქნებოდა, რომ პოლიტიკური პარტიები ასეთ ფორმაში არ შეხვედროდნენ ამ კრიზისს და პოლიტიკური ლიდერები ამოზრდილიყვნენ, ოღონდ ეს ხომ ვიღაცის დაკვეთით არ ხდება, ამას ნდობის მოპოვება სჭირდება, ამიტომ მოკრძალებული უნდა ვიყოთ პოლიტიკური პარტიები, როცა ასეთი რეპუტაცია გვაქვს ასეთი განაცხადების გაკეთებისას. თუ ეს მოხდება, ამას დავინახავთ, მაგრამ ამ პლატფორმის ამოცანა არ არის ლიდერის შერჩევა, რომელიც წარუძღვება ამ ამბავს. პრეზიდენტ ზურაბიშვილს აქვს ბუნებრივი პოზიცია, რომელიც მას იმ სტატუსის გამო ერგო და იმ პოზიციის გამო, რაც დაიკავა ბოლო წლების კრიზისში და იმ ტიპის აღიარება საერთაშორისო ასპარეზზე, რომელიც საქართველოს ინტერესშია, რომ იქნას გამოყენებული ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის. სხვადასხვანაირი გამოცდილება არსებობს პროტესტის, სადაც ბუნებრივად მოხდა საზოგადოების მხრიდან ერთი ან რამდენიმე ლიდერის გამოკვეთა – ეს ზოგჯერ ძალიან წაადგა სხვადასხვა ისტორიულ პროტესტს. ზოგჯერ პროტესტის დროს შეიქმნა ახალი ლიდერები და ზოგჯერ იყო პროცესები, სადაც ერთი და რამდენიმე გამოკვეთილი პოლიტიკური ლიდერიც არ ყოფილა. დღეს ჩვენ რასაც ვუყურებთ, ამ გარემოებების გამო, ასეთი პროტესტი არის – დეცენტრალიზებული, რომელსაც ერთი თავი არ აქვს – ეს არის რეალობა და ამ რეალობაში რაც შეგვიძლია, პოლიტიკურმა პარტიებმა ის უნდა ვაკეთოთ და არ უნდა ვისროლოთ სადღეგრძელოები იმისთვის, რომ თუნდაც ნაწილს, კარგი გაგებით რადიკალურად განწყობილი პროტესტის მონაწილეების გული მოვფხანოთ”.