რა წერია აშშ-ის წარმომადგენელთა პალატისთვის წარდგენილ MEGOBARI ACT-ში – ძირითადი პუნქტები

ჰელსინკის კომისია -ის წარმომადგენელთა პალატისთვის წარდგენილ MEGOBARI ACT-თან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს.
“ამ კვირაში თავმჯდომარე ჯო უილსონი ხელმძღვანელობდა MEGOBARI ACT-ის მტკიცე და ორპარტიულ დანერგვას. ეს კანონპროექტი ხაზს უსვამს ჩვენს ერთგულებას საქართველოს დემოკრატიისა და თავისუფლების მიმართ. ჩვენ ვუპასუხებთ მათ, ვინც ს კარიბჭეს გაუღებს”, – წერია ჰელსინკის კომისიის სოციალურ ქსელში.
კანონპროექტის წარმდგენმა სენატორმა ჯო უილსონმა განაცხადა, რომ MEGOBARI ACT ქართველი ხალხის დემოკრატიული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდასაჭერად არის შექმნილი და მისი მიზანია უზრუნველყოს საქართველოს მთავრობის ანგარიშვალდებულება ქვეყნის მოქალაქეების წინაშე.
“ეს კანონმდებლობა ხაზს გაუსვამს საქართველოს დემოკრატიაზე შემდგომი თავდასხმების მაღალ ფასს, მაგრამ ასევე აჩვენებს ჩვენს ერთგულებას ორმხრივი პარტნიორობის აღორძინებისკენ”, – თქვა სენატორმა.