“რა წარმოდგენის არის ხელისუფლება მოქალაქეებზე და რა ჭკუამოკლე გონია ისინი…” – ჯანგირაშვილი

ჟურნალისტი, ნინო ჯანგირაშვილი:
რა წარმოდგენის არის ხელისუფლება მოქალაქეებზე და რა ჭკუამოკლე გონია ისინი, კომუნალურების გაძვირების მეთოდიც მეტყველებს. ბოლო წლებია ბიზნესს უძვირდება და უძვირდება კომუნალურები, მოსახლეობას ნაკლებად, როგორც ჩანს სოციალური უკმაყოფილების ეშინიათ. ახლა წყალი გაუძვირდა ბიზნესს 35%–ით, მოსახლეობას არა. თითქოს ის ბიზნესი მოსახლეობიდან არ ამოიღებს ამ გაძვირებულ ტარიფს, თანაც ხშირ შემთხვევაში ორმაგად. იმედია ხვდებით ამას ჩემო ძვირფასო მოსახლეობა(ბოლო წინადადება ვიკა ბუკიას მანანას ხმით)

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: ისლამური რევოლუცია დაიწყო მას შემდეგ, რაც 1978 წელს ქალაქ აბადანში ისლამისტმა ტერორისტებმა კინოთეატრ “სინემა რექსში” მისული 400-მდე ადამიანი შენობაში გამოკეტეს, საავიაციო ბენზინი გადაასხეს და ცოცხლად გამოწვეს