რა ჩაითვლება ,,სამშობლოს ღალატად” – ,,ოცნებამ” კანონპროექტი დააინიციირა

„ქართულმა ოცნებამ” დაარეგისტრირა ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, სისხლის სამართლის კოდექსს ემატება სამშობლოს ღალატის მუხლი [307 პრიმა].

სამშობლოს ღალატად ჩაითვლება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული რომელიმე ისეთი ქმედების ჩადენა, როგორიც არის –

  • ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევა;
  • ანტიკონსტიტუციური ხელშეკრულების დადება ან მოლაპარაკების წარმოება;
  • საქართველოს საგარეო უშიშროების ხელყოფა;
  • უცხოეთის სადაზვერვო სამსახურში შესვლა;
  • საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ხელყოფა, სახელმწიფო საიდუმლოების გაცემა;
  • ჯაშუშობა;
  • შეთქმულება ან ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად;
  • საბოტაჟი ან უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისთვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარება.

რაც შეეხება პასუხისმგებლობას, განისაზღვრება სისხლის სამართლის კოდექსში ზემოჩამოთვლილი დანაშაულისთვის გათვალისწინებული მუხლით, სამშობლოს ღალატის მუხლზე მითითებით.

მაგალითად, სახელმწიფო ინტერესის საზიანოდ მოქმედებისთვის პასუხისმგებლობა დადგება 307 პრიმა, 313 მუხლით.

წყარო