რა შუაშია შსს “ჭიათურის მანგანეზთან” და რას ითხოვს მაღაროელებისგან?

ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრო, ინფორმაციას ავრცელებს, რას გეგმავს „ჯორჯიან მანგანეზის“ შვილობილი კომპანიის, შპს „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიის“ წარმომადგენლები, ამბობს, რომ მონიტორინგი უნდა განახორციელონ და ითხოვს, მაღაროელებმა არ დაარღვიონ კანონი. წერს, რომ რადგან მაღაროელები პროტესტს გამოხატავენ, ადგილზე, მობილიზებულია შსს.
რა შუაშია შსს კომპანიის მონიტორინგთან – უცნობია. რას ითხოვს შსს მაღაროელებისგან – უცნობია. კანონდარღვევა რომ დასჯადია, ეს ისედაც ცნობილია, პრობლემაც ეგაა, რომ მაღაროელთა თქმით, კანონი სწორედ მათ წინააღმდეგ ირღვევა და მათი უფლებებია შელახული.
მიმდინარე წლის 30 აპრილს, ჭიათურის მუნიციპალიტეტში, კოროხნალის, შუქრუთის, ითხვისის და დარკვეთის მაღაროებში არსებული მდგომარეობის შესწავლის მიზნით, „ჯორჯიან მანგანეზის“ შვილობილი კომპანიის, შპს „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის“ წარმომადგენლები, შესაბამისი მიმართულების სპეციალისტებთან ერთად მონიტორინგს განახორციელებენ. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ბოლო დროს, ჭიათურის მუნიციპალიტეტში მაღაროებში დასაქმებულ თანამშრომელთა ნაწილი გამოხატავს პროტესტს, აქედან გამომდინარე, ადგილზე მართლწესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მობილიზებულნი იქნებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები. მოვუწოდებთ პროტესტის გამომხატველებს, არ დაარღვიონ კანონი. კანონდარღვევის თითოეულ ფაქტს, პოლიციის მხრიდან შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ახობაძე – კი ამბობენ, რომ სისტემატურად მოვიხმარდი ნარკოტიკს, მაგრამ რასაც სისტემატურად მოვიხმარდი, არის „შტანგა“ – ცხოვრების გარკვეულ მონაკვეთში იყო ეს პრობლემა და ამაყი რომ ვარ, დავამარცხე, ამ წუთას ამ მიმართულებით ჯანმრთელი ვარ

კახა კალაძე – მესაკუთრის გარდა არავინაა უფლებამოსილი, განკარგოს მისი ქონება – საკრებულოს დადგენილება კი, რაც არგუმენტად მოჰყავდათ, იმ შემთხვევებს ეხება, როცა ტერიტორია გეოლოგიურად საშიშია და შეგვიძლია 100%-იანი თანხმობის გარეშე პროცესის დაწყება