რა შეფასება მიიღო ხვიჩა კვარაცხელიამ “ბრაგასთან” მატჩში?

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში “ნაპოლიმ” “ბრაგას” უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა.
მასპინძელთა ქართველმა ლეგიონერმა მ მატჩი შეუცვლელად ჩაატარა.
უცხოურმა პორტალმა Sofascore-მა ხვიჩას თამაში 6.6 ქულით შეაფასა, Whoscored-მა 7.4 ქულა დაუწერა, Flashscore-მა კი 7.4
შეგახსენებთ, “ნაპოლიმ” C ჯგუფში 10 ქულით მე-2 ადგილი დაიკავა. ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის კენჭისყრა 18 დეკემბერს გაიმართება.