რა შედეგი მოიტანა გრძელვადიანმა მშვიდობამ, სწორმა, განვითარებაზე ორიენტირებულმა და დივერსიფიცირებულმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ? ამ კითხვებს პასუხი კიდევ ერთხელ გაეცა – საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5.6-დან 7 პროცენტამდე გაიზარდა
მთავრობის სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი მაღალი ეკონომკური ზრდა, შემცირებული უმუშევრობა, გამყარებული ლარი, გაზრდილი რეზერვები, ავტორიტეტული სარეიტინგო სააგენტოებისა და წამყვანი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების გაუმჯობესებული შეფასებები და პოზიტიური მოლოდინებია! – ასე ეხმიანება „ბიზნეს ინსაიდერ საქართველოს“ დამფუძნებელი, გიორგი აბაშიშვილი, საკრედიტო სააგენტო Fitch-ის მიერ საქართველოს სუვერენული რეიტინგის BB დონეზე დადასტურებას და პერსპექტივის “სტაბილურამდე” გაუმჯობესებას.
მისივე თქმით, პასუხი გაეცა კითხვებზე, რა მოიტანა გრძელვადიანმა მშვიდობამ, სწორმა, განვითარებაზე ორიენტირებულმა და დივერსიფიცირებულმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ, ვინაიდან, საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5.6 პროცენტიდან 7 პროცენტამდე გაიზარდა. აბაშიშვილი იხსენებს იმასაც, რომ ერთი წლის წინ ოპოზიცია და მის მიერ კონტროლირებადი მედია “საზეიმოდ” პროგნოზირებდა მინუს 2 პროცენტიდან მინუს 3.4 პროცენტიან ეკონომიკურ ვარდნას.
“მთავრობის სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი მაღალი ეკონომკური ზრდა, შემცირებული უმუშევრობა, გამყარებული ლარი, გაზრდილი რეზერვები, ავტორიტეტული სარეიტინგო სააგენტოებისა და წამყვანი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების გაუმჯობესებული შეფასებები და პოზიტიური მოლოდინებია!
რა შედეგი მოიტანა გრძელვადიანმა მშვიდობამ? რა შედეგი მოიტანა სწორმა, განვითარებაზე ორიენტირებულმა და დივერსიფიცირებულმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ?
ამ კითხვებს პასუხი სულ რამდენიმე საათის წინ კიდევ ერთხელ გაეცა:
რამდენიმე საათის წინ Fitch-ის განახლებული რეიტინგი გამოქვეყნდა: საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5.6 პროცენტიდან 7 პროცენტამდე გაიზარდა. ამასთან:
– სუვერენული რეიტინიგი BB დონეზე შენარჩუნდა
– პერსპექტივა ნეგატიურიდან სტაბილურისკენ გაუმჯობესდა
უფრო შორს წავიდეთ:
სულ რამდენიმე დღის წინ, ჩვენ ვნახეთ ევროკომისიის ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გაუმჯობესება 6% – დან 7.3 % – მდე.
გასული 2-3 თვის შუალედში კი საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი:
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) 6% – დან 7.2% – მდე გაზარდა;
მსოფლიო ბანკმა (WB) – 5.5% -დან 7%-მდე გაზარდა;
აზიის განვითარების ბანკმა (ADB) – 6%-დან 7%-მდე გაზარდა;
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) – 6%-დან 7%-მდე გაზარდა;
აქვე გავიხსენოთ “კლასიკა”: ერთი წლის წინ ოპოზიცია + ოპოზიციური მედია “საზეიმოდ” პროგნოზირებდა მინუს 2 პროცენტიდან მინუს 3.4 პროცენტიან ეკონომიკურ ვარდნას.” – წერს აბაშიშვილი სოციალურ ქსელში.



