„რა შეამჩნია სალომე ზურაბიშვილმა პატრიარქს არაევროპული? თუნდაც არათანამედროვე?!“- მამუკა მდინარაძე

პატრიარქი არის ადამიანი, რომლის ღვაწლი არის შეუფასებელი ქართული იდენტობის, ეკლესიის და ქართული საზოგადოების წინაშე. სუსტი კი არ უნდა ეძახო და მის შემცვლელზე კი არ უნდა ილაპარაკო, უნდა ვუსურვოთ, რომ კიდევ ძალიან დიდი ხანი იცოცხლოს, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, პატრიარქთან დაკავშირებით პრეზიდენტის განცხადებას.
მისი თქმით, პატრიარქი მხცოვანი ადამიანია, ძალიან ძლიერი და მისი სიძლიერე განსაკუთრებულად მის სულიერ სიძლიერეშია.
„პატრიარქს მხნეობა უნდა მისცეს ღმერთმა იმისათვის, რომ კიდევ დიდი ხანი იყოს ამ ქვეყნის სულიერი წინამძღვარი, ამის მაგივრად ეს ადამიანი [] აკეთებს უბინძურეს მინიშნებებს. უბინძურეს მინიშნებებს, რაღაც ევროპულობაზე. რა შეამჩნია არაევროპული? თუნდაც არათანამედროვე?! სად ნახა? ეს მინიშნება რაში დასჭირდა, ან რატომ დაიწყო მის სისუსტეზე ლაპარაკი, როდესაც ასეთი სულიერად ძლიერი და მხნე ადამიანი ბევრი არ გვინახავს და მეორე რა შეამჩნია ისეთი, რომ ახლა მის გამომცვლელზე უნდა ილაპარაკოს, თან პროევროპელ შემცვლელზე. რატომ კადრულობს ასეთ რაღაცას, მას ჰკითხეთ თავად, მე ამაზე მეტ კომენტარს არ გავაკეთებ“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ