რა ღირს დოლარი და ევრო სავალუტო ჯიხურებში?

ეროვნული ბანკის მიერ 4 აპრილს დადგენილი კურსით, დღეს 1 დოლარის ღირებულება 2.7576 ლარი, ხოლო ევროს კურსი 3.0438 ლარია.
ვალუტის კურსი ჯიხურებში დღეს, 09:30 საათის მდგომარეობით:
ამ მომენტისთვის, (09:30 საათისთვის) საბურთალოზე მდებარე სავალუტო ჯიხურებში ერთი დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.7530 ლარად შეძლებენ, სავალუტო ჯიხურები კი – 2.7450 ლარად ყიდულობენ. ერთი ევროს შეძენა მოქალაქეებს 3.0220 ლარად, გაყიდვა კი 3.0100 ლარად შეუძლიათ.
ჩუღურეთში დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.7530 ლარად, ხოლო გაყიდვას 2.7470 ლარად შეძლებენ. რაც შეეხება ევროს, მისი ყიდვა მოქალაქეებს – 3.0150 ლარად, ხოლო გაყიდვა – 3.0050 ლარად შეუძლიათ.
სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში ერთი დოლარის ყიდვა მოქალაქეებს – 2.7530 ლარად, გაყიდვა კი – 2.7480 ლარად შეუძლიათ. რაც შეეხება ევროს, ერთ ევროს ყიდვას მოქალაქეები 3.0250 ლარად, გაყიდვას კი – 3.0100 ლარად შეძლებენ.
თავისუფლების მოედნების მიმდებარე ტერიტორიაზე, სავალუტო ჯიხურებში 1 აშშ დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.7550 ლარად, ხოლო გაყიდვას 2.7400 ლარად შეძლებენ, რაც შეეხება ევროს, მისი ყიდვა მოქალაქეებს 3.0200 ლარად, გაყიდვა კი 3.0000 ლარად შეუძლიათ.
ცნობისთვის, ეროვნული ბანკი ახალ კურსს დღეს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.