რა ქონება დამალა ლაზარეს საქმის მოსამართლემ და რა საჩუქრები მიიღო მშობლებისგან – TI

მოსამართლე ზვიად შარაძემ დეკლარაციებში მეუღლის უძრავი ქონება დამალა და მშობლებისგან 120 000 ლარი საჩუქრად მიიღო – ამ ინფორმაციას “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” ავრცელებს.
ზვიად შარაძე 2020 წელს განიხილავდა კარტოგრაფების საქმესაც. TI-ის თქმით, სწორედ 2020 წელს დაადეკლარირა მან მსხვილი საჩუქრის მიღება მშობლებისგან, ხოლო მისმა მეუღლემ 4 მიწის ნაკვეთი დაირეგისტრირა.
საჩუქრები მშობლებისგან: ზვიად შარაძემ და მისმა მეუღლემ 7 წლის განმავლობაში მშობლებისგან საჩუქრად 120 000 ლარზე მეტი მიიღეს. აქედან 108 129 ლარი ზვიად შარაძემ 2019 წელს, თელავის რაიონული სასამართლოდან თბილისის საქალაქო სასამართლოში გადმოსვლის შემდეგ მიიღო. დამალული უძრავი ქონება: ზვიად შარაძე მის ბოლო 3 დეკლარაციაში არ უთითებს მეუღლის უძრავ ქონებას, კერძოდ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთაში არსებულ 10,425 კვ.მ. მიწის ნაკვეთებს: 1,700 კვ.მ. მიწის ნაკვეთი
3,790 კვ.მ. მიწის ნაკვეთი
1,699 კვ.მ. მიწის ნაკვეთი
3,236 კვ.მ. მიწის ნაკვეთი შენობა-ნაგებობებით
დამალული უძრავი ქონების რეგისტრაციისა და მსხვილი საჩუქრის მიღების თარიღი საეჭვოდ ემთხვევა ზვიად შარაძის მიერ 2020 წელს კარტოგრაფების პოლიტიკურად მოტივირებული საქმის მოსამართლეობას,” – წერს TI.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე ქართველ დიპლომატებს – უმნიშვნელოვანესია თქვენი ღია პოზიცია – პოზიცია „ჩვენ დიპლომატები ვართ და პოლიტიკურ განცხადებებს არ ვაკეთებთ“, არ მიიღება, საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს!