რა ქონებას ფლობს აშშ-ში საქართველოს ახალი ელჩი თამარ ტალიაშვილი?

რა ქონებას ფლობს -ში საქართველოს ახალი ელჩი, თამარ ტალიაშვილი? დეკლარაციის თანახმად, ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის პოსტზე მისი წლიური ანაზღაურება 76,841 ევროს შეადგენდა.
უძრავი ქონება
· მიწის ნაკვეთი და შენობა (ბორჯომის რაიონი, ახალდაბა, ვაჟა-ფშაველას გამზ. N21, 247 მ²): თამარ ტალიაშვილის საკუთრება (100%), შეძენილი 2005 წელს ჩუქებით, რეგისტრირებულია საქართველოში.
· ბინა (თბილისი, ფალიაშვილის ქ. N72, 94.5 მ²): თამარ ტალიაშვილის საკუთრება (100%), ნაყიდი 2001 წელს 10,000 GEL-ად.
· ავტოფარეხი (თბილისი, ნინო ჟვანიას ქ. N28, 20 მ²): დავით კუხალაშვილის საკუთრება (100%), ნაყიდი 2015 წელს 6,000 USD-ად.
· ბინა (თბილისი, ნინო ჟვანიას ქ. N28, 178 მ²): ტალიაშვილის მეუღლის დავით კუხალაშვილის საკუთრება (100%), ნაყიდი 2015 წელს 146,000 USD-ად.
· ბინა (თბილისი, გოგებაშვილის ქ. N50, 127.24 მ²): ტალიაშვილის მეუღლის დავით კუხალაშვილის საკუთრება (100%), ნაყიდი 2011 წელს 120,000 USD-ად, არარეგისტრირებული საქართველოში.
ფინანსური აქტივები:
· მიმდინარე ანგარიში – 7,720.55 GEL.
· ანაბარი – 6,716 USD
· ანაბარი – 110,645 USD.
· მიმდინარე ანგარიში – 1.32 USD.
· ანაბარი – 30,878.01 EUR (თამარ ტალიაშვილი).
· Société Générale: მიმდინარე ანგარიში – 9,324 EUR (თამარ ტალიაშვილი).
საქმიანი გამოცდილება:
· 2017 წლიდან გახლდათ საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი;
· 2018 წლიდან გახლდათ ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებათა კონგრესის ვიცე-პრეზიდენტი;
· 2020-2022 წწ. თამარ ტალიაშვილი გახლდათ საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო”.
· 2022 წლის ოქტომბერში დაინიშნა ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად.(ბიემჯი)

ასევე დაგაინტერესებთ

ვიქტორ ორბანი – არ ვფიქრობ, რომ რუსეთი ნატო-სთვის რეალურ საფრთხეს წარმოადგენს, ნატო-ს კი უკრაინაში არაფერი ესაქმება – ტრამპის წყალობით ახალი ომები ხანმოკლე ხდება, ძველებს კი „საწვავი აღარ ჰყოფნით“