რა ქონებას ფლობენ ვაჟა სირაძე და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი

ევროპარლამენტარი საქართველოს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, ვაჟა სირაძისა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ზვიად ხარაზიშვილის (“ხარებას”) დასანქცირებას ითხოვს. როგორც პეტ­რას აუსტრე­ვი­ჩუს­მა, ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე გა­მოს­ვლი­სას განაცხადა, “ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ნე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მოქ­მე­დე­ბენ”.

მისივე თქმით, მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის მიერ გან­მე­ო­რე­ბი­თი მცდე­ლო­ბე­ბი შე­მო­ი­ღონ კა­ნო­ნი “უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის” შე­სა­ხებ, არის მა­გა­ლი­თი იმი­სა, “თუ რო­გორ ცდი­ლო­ბენ აკონ­ტრო­ლონ სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბა, გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნონ მე­დი­ა­სა და მო­მა­ვალ სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ზე”.

“მი­ვე­სალ­მე­ბი ქარ­თველ ხალ­ხს, რო­მე­ლიც ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბი­ან. სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვიზ­მი ქვეყ­ნის და­სავ­ლურ მო­მა­ვალს იცავს.

კო­ლე­გე­ბო, ამ შე­საძ­ლებ­ლო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით მივ­მარ­თავ ევ­რო­კავ­ში­რის ინ­სტი­ტუ­ტებს, რომ შე­მო­ი­ღონ წერ­ტი­ლო­ვა­ნი სან­ქცი­ე­ბი ქარ­თვე­ლი პი­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, რომ­ლე­ბიც ძირს უთხრი­ან დე­მოკ­რა­ტი­ულ პრო­ცე­სებს და მშვი­დო­ბი­ა­ნი დე­მონ­სტრან­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ დევ­ნას ახორ­ცი­ე­ლე­ბენ. კერ­ძოდ კი, ზვი­ად ხა­რე­ბაშ­ვი­ლი­სა და ვაჟა სი­რა­ძის წი­ნა­აღ­მდეგ. ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ნე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მოქ­მე­დე­ბენ”, – გა­ნა­ცხა­და აუსტრე­ვი­ჩუს­მა.

“ბიზნესპრესნიუსი” დაინტერესდა, რა ქონებას ფლობენ საპატრულო პოლიციისა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელები.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ვაჟა სირაძემ ქონებრივი დეკლარაცია გასული წლის მაისში შეავსო.

დოკუმენტის თანახმად, საპატრულო დეპარტამენტის ხელმძღვანელის სახელზე მხოლოდ ერთი ბინაა რეგისტრირებული, რომელიც 2018 წელს 50 500 დოლარად აქვს შეძენილი.

რაც შეეხება ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში, ვაჟა სირაძეს “თი-ბი-სი ბანკის სახელფასოზე ჰქონდა 3 702 ლარი, ანაბარზე – 3000 ლარი, „ს“ ანაბარზე 149 ლარი, ხოლო, დანაზოგის სახით, 40 000 ლარი.

დოკუმენტის თანახმად, ვაჟა სირაძემ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის პოსტზე, ხელფასის სახით, 2022 წელს, 91 748 ლარი მიიღო.

2023 წლის ივნისში შეავსო დეკლარაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსმა, ზვიად ხარაზიშვილმა.

დოკუმენტის მიხედვით, მის საკუთრებაშია 3 მიწის ნაკვეთი, აქედან 2 „რეფორმით“ მიღებული, ხოლო ერთი, 1000 კვ.მ მიწის ნაკვეთი თბილისში, 3000 დოლარად აქვს შეძენილი (2010 წელს).

ასევე ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნის ბინა თბილისში, რომელიც 15 000 აშშ დოლარად შეიძინა (2005 წელს) და მსუბუქი ავტომობილი Jeep Wrangler-ი, რომლის ღირებულება, 2011 წელს 9600 ლარს შეადგენდა.

რაც შეეხება ხარაზიშვილის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში ფლობდა: “თი-ბი-სი ბანკის“ სახელფასოზე 13 590 ლარს.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, ზვიად ხარაზიშვილი არის შპს „სარანგის“ 50%-იანი წილის მფლობელი.

როგორც ქონებრივ დეკლარაციაშია აღნიშნული, მას განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის პოსტზე, ხელფასის სახით, 2022 წელს 83 606 ლარი აქვს აღებული.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

ლაშა ხუციშვილი: 2007 წლიდან, როცა ქვეყანა საერთაშორისო ბანკს შეუერთდა, მნიშვნელოვანი წინსვლა ვიქონიეთ, ჩვენ უკვე გავხდით აზიის განვითარების ფონდის დონორი, ამიტომ ეს განსაკუთრებულ როლს გვანიჭებს

მარიამ წიკლაური: Ზეციდანაც მოგვეხმარებიან ჩვენი დიდი წინაპრები, ცოცხლები კიდე მკვდარს არ დავემსგავსებით და ერთობაში ვპოვებთ ხსნას, რომ ნამდვილი თავისუფლება მოვიპოვოთ! Ღმერთიც ჩვენთან იქნება! Და ერიც!