რა ფასად შეიძენთ დოლარს და ევროს სავალუტო ჯიხურებში?

ეროვნული ბანკის მიერ 1 მაისს დადგენილი კურსით, დღეს 1 დოლარის ღირებულება 2.7487 ლარი, ხოლო ევროს კურსი 3.1143 ლარია.
ვალუტის კურსი ჯიხურებში დღეს, 09:30 საათის მდგომარეობით:
ამ მომენტისთვის, (09:30 საათისთვის) საბურთალოზე მდებარე სავალუტო ჯიხურებში ერთი დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.7460 ლარად შეძლებენ, სავალუტო ჯიხურები კი – 2.7400 ლარად ყიდულობენ. ერთი ევროს შეძენა მოქალაქეებს 3.1100 ლარად, გაყიდვა კი 3.0970 ლარად შეუძლიათ.
ჩუღურეთში დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.7470 ლარად, ხოლო გაყიდვას 2.7430 ლარად შეძლებენ. რაც შეეხება ევროს, მისი ყიდვა მოქალაქეებს – 3.1150 ლარად, ხოლო გაყიდვა – 3.1050 ლარად შეუძლიათ.
სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში ერთი დოლარის ყიდვა მოქალაქეებს – 2.7480 ლარად, გაყიდვა კი – 2.7430 ლარად შეუძლიათ. რაც შეეხება ევროს, ერთ ევროს ყიდვას მოქალაქეები 3.1150 ლარად, გაყიდვას კი – 3.1000 ლარად შეძლებენ.
თავისუფლების მოედნების მიმდებარე ტერიტორიაზე, სავალუტო ჯიხურებში 1 აშშ დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.7300 ლარად, ხოლო გაყიდვას 2.6773 ლარად შეძლებენ, რაც შეეხება ევროს, მისი ყიდვა მოქალაქეებს 3.0100 ლარად, გაყიდვა კი 3.0090 ლარად შეუძლიათ.
ცნობისთვის, ეროვნული ბანკი ახალ კურსს დღეს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.