“რა ფარჩაკი მათხოვრები ხართ, ჯინსიანი პოლიცია რა უბედურებაა?” – გიორგი თავდირიძე

ბოლო ორ თვეში, აქციების დარბევისას, გარდა ნიღბიანი და მაიდენტიფიცირებელი ნიშნების გარეშე გამოყვანილი პოლიციის ფორმიანი პირებისა, ჩართულნი არიან პირები, რომლებსაც სანახევროდ აცვია პოლიციის ფორმა, მაგალითად, მხოლოდ ქურთუკი შესაბამისი, ან საერთოდ არ აცვია ფორმა და ამტკიცებს, რომ პოლიციელია და ასევე “ტიტუშკები.”
დღეს თბილისი მოლთან პოლიციის ფორმიანთა უპრეცენდეტო მობილიზებაა, თუმცა, არც დღევანდელი დღეა გამონაკლისი და აქაც შეინიშნება, ფორმის გარეშე., ან ნახევარფორმიანი, ნიღბიანი პირები. მოქალაქეები ვარაუდობენ, რომ ხელისუფლებამ, შესაძლოა, “ტიტუშკებიც” გამოიყენოს. გარდა თბილისი მოლისა, უპრეცენდეტო მობილიზებაა ყველა იმ ადგილთან, სადაც ადამიანები იკრიბებიან, რომ შეუერთდნენ აქციას.
სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დიღმისკენ მიმავალი ავტობუსები გაჩერებებზე არ აჩერებენ საერთოდ და ტაქსის ნაწილი კი გამოძახებაზე არ მიდის.
საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ფარის“ დამფუძნებელი, პოლკოვნიკი გიორგი თავდგირიძე:
იმედია, დღეს პოლიცია დარჩება კონსტიტუციურ უფლებამოსილების ჩრჩოებში და რეჟიმის უკანონო დავალებებზე მაღლა დადგება. დღეს ბევრის ქართველობა და ადამიანობა გამოჩნდება. … ბიჯო, ოცნება, ივანიშვილი, რა ფარჩაკი მათხოვრები ხართ? ფორმის შარვლები მაინც უყიდეთ, ჯინსიანი პოლიცია რა უბედურებაა?

ასევე დაგაინტერესებთ

შვედეთის საელჩო – ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ საქართველოს სულიერი მამის გარდაცვალების გამო – მისი უწმინდესობის მემკვიდრეობა დარჩება როგორც რწმენის, სიყვარულისა და მშვიდობის მაგალითი

უჩა ნანუაშვილი – ეს არის დიდი აბსურდი, როცა უფლებადამცველს უსაფრთხოების სამსახურში იბარებენ იმის გამო, რომ „მოსკოვის მექანიზმის“ ექსპერტს ინფორმაცია მივაწოდეთ იმ მდგომარეობასთან დაკავშირებით, რომელიც ქვეყანაშია

ქეთი მოლაშვილი: გალაკტიონმა თავი რომ მოიკლა, 17 მარტი იყო და წესი არ აუგეს.. პატრიარქმა გალაკტიონს აუგო წესი, კაცს, რომელმაც თავი მოიკლა, პატრიარქმა წესი აუგო. …პატრიარქმა წესი აუგო და თავადაც 17 მარტს მიიცვალა