რა უნდა გააკეთონ ადამიანებმა, ვისაც აღარავისი იმედი აღარ დარჩა? – სალომე ზურაბიშვილი

“მთავარი არხის” ეთერში, გიორგი გაბუნიასთან ინტერვიუში, საქართველოს პრეზიდენტი, , კითხვის პასუხად, რა უნდა გააკეთონ ადამიანებმა, ვისაც აღარავისი იმედი აღარ დარჩა, ვინც უკვე ამბობს, რომ არ გამოდის და აი, რა ვქნათ და ამბობს:
“დავიწყებ შორიდან. თქვენი პირველი შესასვლელი სიტყვიდან, რომ არავის იმედი არ აქვს ხალხს, არც იმისი, არც იმისი, არც იმისი. პირველ რიგში, თავის თავის იმედი უნდა ჰქონდეს ადამიანს და თავისი ქვეყნის იმედი. მე მაინც ჩემი წარსული არის სხვანაირი და მოვდივარ იმ ოჯახიდან მთლიანად, ემიგრაციის ოჯახები და მოცემულობა, იმედი იყო ბოლომდე, იმედი დაბრუნების ამ ქვეყანაში, იმედი დამოუკიდებლობის… უკან გვართმევენ, ცდილობენ, რომ წაგვართვან მაგრამ ეს არ არის ის მოცემულობა რომელსაც უნდა შევეგუოთ. პირველი ეტაპი არშეგუებაა. – არ შევეგუოთ. პირველ რიგში არ უნდა შევეგუოთ ამ მოპარულ არჩევნებს. არ შედგა. ასე რომ ვისტუმრებდეთ, ადვილად, იმ ხელისუფლებებს, რომლებსაც აქვთ ავტორიტარიზმისა და დიქტატურისკენ მიდრეკილება, მსოფლიო იქნებოდა სულ სხვა. ადვილად არავის არ ვისტუმრებთ, მაგრამ მოცემულობა არის ასეთი რომ არჩევნები არშედგა. ისე მასიურად, ისე სისტემურად გააყალბეს, რომ ეს ყველას დასანახად დევს. ამითი უნდა იცხოვრონ მათ რომ ასე გააყალბეს ეს არჩევნები. ერთ თვეზე მეტია რაც მთელი დემოკრატიული მსოფლიო მათ არ აღიარებს, რაც დიდი იშვიათობაა. ტრამპის შემთხვევაშიც ვნახეთ, მეორე დღესვე მთელმა მსოფლიომ რომ მიულოცა. ეს არის ნორმა. ეს არ მომხდარა იყო საგარეო საქმეთა მინისტრების შეკრებაც… არ არის შეგუება გარედან, გარდა ერთი ქვეყნისა და არადემოკრატიული ქვეყნებისა და ამერიკიდან არ არის არანაირი ნიშანი აღიარების არც ძველი და არც ალბათ ახალი ადმინისტრაციიდან,.

ასევე დაგაინტერესებთ

თინა ბოკუჩავა – სალომე ზურაბიშვილის განაცხადი პრეზიდენტ სააკაშვილის შეწყალების სახით მნიშვნელოვანი დასტური იქნება, რომ ის თითოეულ ქართველთან ერთად ყველა ძალით იბრძვის ქვეყნის ევროპული მომავლისთვის