რა უთხრა ტრამპმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს

საქართველოს დღეს სჭირდება მხარდაჭერა, სანამ ეს ღია კრიზისად გადაიქცევა –  ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ამერიკულ ტელეარხ Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, -ის არჩეულმა პრეზიდენტმა ტრამპმა მას უთხრა, რომ აფასებს საქართველოს მეგობრობას შეერთებულ შტატებთან.

პრეზიდენტმა ქვეყანაში მიმდინარე პროტესტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს ამერიკის მხარდაჭერა სჭირდება.

 ხალხი 53 დღეა ქუჩაშია და აპროტესტებს იმ ფაქტს, რომ ეს მთავრობა, რომელსაც არ აქვს მანდატი და მოქმედებს საქართველოს კონსტიტუციის წინააღმდეგ, ცდილობს საქართველო ჩამოაშოროს მის ევროატლანტიკურ გზას. სწორედ აქ გვჭირდება ამერიკის მხარდაჭერა. არჩეულმა პრეზიდენტმა ტრამპმა, რომელიც ხვალ პრეზიდენტი ტრამპი იქნება, მითხრა, რომ ის ნამყოფია საქართველოში და აფასებს საქართველოს მეგობრობას შეერთებულ შტატებთან. დარწმუნებული ვარ, რომ ის უფრო ძლიერი მოკავშირე იქნება საქართველოსთვის იმ დროს, როცა საქართველოს ეს სჭირდება, როცა საქართველო ამერიკელების გონებაში უნდა იყოს”- დასძინა მან. 

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი მელაშვილი – პრობლემა ის არის, რომ ხელისუფლება კომფორტულადაა პუბლიკაში, რაც თურქმენეთში იყო, დემოკრატ ლიდერებთან კი არაკომფორტულად – თუ მიგაჩნია, რომ ევროპაში ადამიანის უფლებები ირღვევა და მიდიხარ თურქმენეთში, ეს ფსიქიკის პრობლემაა

სალომე ზურაბიშვილი აქციაზე – უამრავი ხალხია გამოსული, არაფერს ნიშნავს ეს კანონები, ამით ვერ აჩერებ ხალხს – რაც შეეხება გეგმას, არავის არასდროს აქვს გეგმა, რომელიც ავტორიტარიზმს და რუსეთს დაამარცხებს, გეგმა არის არ შეგუება, გეგმა აგერ არის: ეს ხალხი!