რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?

ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება პოლიტიკოსი, საქართველოს ყოფილი საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუსეთში, კოტე კემულარია:
– საზოგადოების წინააღმდეგობა ჩვენ კიდევ ერთხელ დავინახეთ, 9 მაისს, ევროპის მოედანზე 100 000 კაცი რომ შეიკრიბა. მე-5 თვეა, ხალხი რეჟიმს წინააღდეგობას უწევს და ერთი დღე არ ჩაუგდიათ, სულ ქუჩაში არიან. ამ ხალხის მოსარევი რესურსი ამ ხელისუფლებას არ გააჩნია. მით უმეტეს, ბიძინა ივანიშვილმა უთხრა თავის გუნდს, მე წავედი ხელისუფელებიდანო.
ამას ექსკლუზიურად ვეუბნები „ალიას“. როგორ შეიძლება 18 წუთი გაგრძელდეს მმართველი პარტიის ყრილობა?
ამას ჰქვია დასასრულის დასაწყისი. ბოლო ბოლო, ქვეყანაში უსაფრთხოების პრობლემებია, აზერბაიჯანში იცვლება ყველაფერი, ს პრემიერი, ნეთანიაჰუ უნდა ჩასულიყო ბაქოში და თურქეთმა არ გაატარა მისი თვითმფრინავი. სა და ინდოეთის ომმა არ მოახდინა გავლება ჩვენს ქვეყანაზე? ისედაც გავსებული იყო ამ ქვეყნის წარმომადგენლებით საქართველო და ახლა უფრო მეტი შემოვა. ესეც უსაფრთხოების საკითხია. მმართველმა პარტიამ ეს ყრილობაზე არ უნდა განიხილოს?არა, ამის თავიც არ აქვთ. სუს-ის უფროსი, ლილუაშვილი წავიდა, რადგან ვაშინგტონთან და ბრიუსელთან ჰქონდა კარგი კავშირები. ამის გამო შეიძულეს, ასე ვფიქრობ და მისი კადრებიდან არავინ დატოვეს საკვანძო პოსტებზე. ყველგან კობახიძის ხალხი დანიშნეს. სად ჰყავს ს ისეთი კადრები, რომ რეჟიმი დაამყაროს.
-ბიძინა ივანიშვილმა ნამდვილად თქვა, წავედი ხელისუფლებიდანო?
-კი, ეს ნამდვილად ვიცი, ასე უთხრა თანაგუნდელებს. ბოლოს ეხვეწნენ, რომ პარტიის საპატიო თავმჯდომარედ ისევ დარჩენილიყო. შენ საპატიო თავმჯდომარის პოსტიდან რომ წახვიდე, ჩვენ აღარავინ მოგვისმენსო, ეუბნებოდნენ. ბოლოს ამაზე დაითანხმეს, ივანიშვილი ფორმალურად დარჩა ამ პოსტზე და ამიერიდან აღარ ჩაერევა არც „ქართული ოცნების“, არც სახელისუფლებო სტრუქტურების საქმიანობაში. ივანიშვილს სერიოზული პრობლემები აქვს საკუთარ თანხებთან, ქონებასთან დაკავშირებით. თუ „მეგობარი აქტი“ ძალაში შევიდა. საქართველოში ვის მიაკითხავენ პირველს რუსეთთან, ჩინეთთან, ირანთან დაკავშირებით იმ საკითხებზე, რაც აქტში სწერია? ცხადია, პირველი ბიძინა იქნება.
შეეკითხებიან, რატომ დადიოდა კობახიძე ირანში, ს ჩინეთში ვიზიტსა და ჩინეთთან სტრატეგიული პატრნიორობის შეთანხმებას მოჰკითხავენ, რასაც ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობის შეწყვეტა მოჰყვა. რუსეთთან დაკავშირებით ყველაზე მეტი კითხვა ექნებათ ივანიშვილთან.
ამერიკის მოქმედი სამხედრო დოქტრინის თანახმად , ირანი და ჩინეთი ამერიკის მტერ სახელმწიფოებად არიან გამოცხადებულნი. სამივე ერთმანეთთან კავშირშია ამერიკის საწინააღდეგოდ. თუ ეყოფა ჭკუა და გამოცდილება ივანიშვილს, შეხვდეს ამერიკელ პოლიტიკოსებს და განმუხტოს სიტუაცია, მისთვის იქნება კარგი. კონგრესმენმა ჯო უილსონმა განაცხადა კონგრესში მეგობარი აქტის მიღების შემდეგ, ვიღაცებს თბილისში ეგონათ, რომ მე ვხუმრობდიო. 349 კონგრესმენმა მისცა ხმა, აქედან 168 „რესპუბლიკელია“ და მხოლოდ 42 კონგრესმენი იყო წინააღდეგი. იგივე მოხდება მალე წარმომადგენლობით პალატაში, რომელმაც მიიღო წარმოებაში აქტი. 62 ხმა სჭირდება, მეტი არა, რომ მეორე პალატამაც დაამტკიცოს „მეგობარი აქტი“, ბოლოს კი მას ტრამპი უპრობლემოდ მოაწერს ხელს. ჯო უილსონმა გარკვევით თქვა, ნუ დაელოდებით „მეგობარი აქტის“ მიღებას, მიდით რუსთაველზე მდგომ ახალგაზრდებთან, დაელაპარაკეთ და დანიშნეთ ო. ჯო უილსონს ვიღაც-ვიღაცეებმა ხელისუფლებიდან ანა შეაჩვიეს, არშემდგარმა პოლიტიკოსებმა, პოლიტიკური წარსულის არმქონე პერსონებმა. არადა, ჯო უილსონი სამგზის კონგრესმენია, ტრამპი მეგობარი და ტრამპი ყველა არჩევნებში მხარს უჭერდა უილსონს სხვა და სხვა ფორმით. ტრამპმა არ თქვა, უილსონი ღირსეული და სამაგალითო კაცია და პატივი ევცითო? ამ კაცმა მედიით და ინტერნეტით არ იცის, რა არის საქართველო, რა ქვეყანაა და რა ხალხი ცხოვრობს.
ჯო უილსონის სამივე შვილი ავღანეთში იბრძოდა, ერთ-ერთი კი სიკვდილს ქართველებმა გადაარჩინეს. ამის მერე შეიყვარა საქართველო, ქართველი ხალხი.
ამ დროს იძახის, კეზერაშვილი უხდის ფულს, მოსყიდულია და ჩვენს ხელისუფლებას იმიტომ აკრიტიკებსო. კაცი თანამედროვე ამერიკული პოლიტიკის ლეგენდაა და გესმით, მასზე რას ლაპარაკობენ? მაგათ ჰგონიათ, რომ ეს სულელური ნათქვამები არ ითარგნება და 1 საათში ჯო უიოლსონს, სხვა კონგრესმენებს და სხვა გავლენიან პოლიტიკოსებს არ უდევთ წინ. მე რომ ივანიშვილის ადგილას ვიყო, კახა კალაძეს, ს და ს ლაპარაკს ავუკრძალავდი. ივანიშვილს თან უნდა ამერიკასთან ურთიერეთობის დალაგება და თან ამ და სხვა ქოცებს ალანძღინებს არა მარტო უილსონს, ამერიკის ელჩს, ყველა ამერიკელ პოლიტიკოსს, ვინც ხელისუფლებას აკრიტიკებს.