რა “ტრიუკს” უტარებს პუტინი საქართველოს? – ვოლსკი

ფაქტს, რომ ენგურზე რუსეთი საბაჟო ტერმინალს აშენებს გია ვოლსკი ადასტურებს, თუმცა, ამბობს, რომ ეს მხოლოდ “ტრიუკია”. ვოლსკი არ ამბობს, ეს “ტრიუკი” საქართველოსთვის გასართობი იქნება, სასაცილო, საინტერესო, ბოლოს და ბოლოს, წამგებიანი, თუ მომგებიანი? ფაქტია, ეს რუსეთის საკმაოდ ძვირადღირებული “ტრიუკია”. ვოლსკი ასევე არ ამბობს იმას, მიმართეს თუ არა საერთაშორისო საზოგადოებას და რატომ არ კეთდება ხმამაღალი განცხადებები ამ ე.წ. “ტრიუკის” პასუხად. შესაძლოა, არ ვიმჩნევთ, არ მიხვდნენ, რომ ვიცით?
ვადასტურებ, რომ აფხაზეთის მხარეს შენდება გარკვეული სივრცე. ინფორმაცია ვრცელდება იმის თაობაზე, რომ რაღაც საბაჟო სისტემის შემოღება უნდათ და სახელმწიფოებრიობის ნიშნების შემოტანა უნდათ, მაგრამ ფაქტია, რომ ეს გარკვეული პოლიტიკური “ტრიუკია” იმის გათვალისწინებით, რომ ეს ენგურზე ორმხრივი შეთანხმება უნდა იყოს ნებისმიერი საბაჟო ურთიერთობისა, რაც ნონსენსია, გამორიცხულია სამართლებრივადაც და პოლიტიკურადაც, – ამბობს ვოლსკი.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ