12
ამერიკის საელჩოში, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენლის, პიტერ ანდრეოლის და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრა დასრულდა.
პარტია “თვისუფლების მოედნის” თავმჯდომარე, ლევან ცუცქირიძე ამბობს, რომ შეხვედრაზე საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზებთან დაკავშირებული “დამატებითი ტვირთის” შემსუბუქების შესახებ ისაუბრეს.
ჩემი პირველი თხოვნა მის მიმართ იყო, იქნებ მოხერხდეს ამ ვიზებთან დაკავშირებული დამატებითი ტვირთის საერთოდ გაუქმება, ან შემსუბუქება საქართველოს მოქალაქეებისთვის. რა თქმა უნდა, ვისაუბრე პოლიტპატიმრების საკითხზე, ჩვენ არ ვართ ის ქვეყანა, რაც არ უნდა მოგვწონდეს ერთმანეთის მოსაზრებები, რომ ადამიანები ამის გამო ციხეში დავამწყვდიოთ,” – ამბობს ლევან ცუცქირიძე.



