რა სარგებელი მიიღო საპენსიო სააგენტომ საერთაშორისო აქციებში ინვესტირებით

საქართველოს საპენსიო სააგენტოს აქტივების მოცულობა 4.2 მილიარდ ლარს აჭარბებს – ეს თითქმის 1.5 მილიონი საქართველოს მოქალაქის საპენსიო დანაზოგებს წარმოადგენს. ამ თანხიდან 814 მილიონი ლარი ($305 მილიონი დოლარი) განთავსებულია საერთაშორისო საფონდო ინდექსებში, რაც მთლიანი საპენსიო დანაზოგების პორტფელის 19.3%-ია. საუბარია ისეთ ინდექსებზე, როგორიცაა S&P 500; Vanguard FTSE და სხვები. რაც შეეხება ამ პორტფელის ამონაგებს ბოლო 6 თვეში, ყველაზე მაღალი 6.5%-იანი სარგებელი SPDR S&P 500 ETF Trust-ს დაერიცხა, ხოლო Vanguard FTSE Pacific ETF -ის ღირებულება პირიქით 1.73%-ით შემცირდა ბოლო 6 თვეში.
არსებული მდგომარეობით, მოქალაქეთა საპენსიო დანაზოგები სამ განსხვავებულ: დაბალრისკიან; საშუალორისკიან და მაღალრისკიან პორტფელებში, თუმცა იანვრიდან ძალაში შევა განახლებული კანონმდებლობა, რომლითაც ეს დანაზოგები კვლავ ნაკლებად რისკიან საინვესტიციო პორტფელში დაბრუნდება.
რომელ აქციებში არის ინვესტირებული 814 მილიონი ლარი და რა ამონაგები დაერიცხა მას ბოლო 6 თვეში:

bm.ge