რა საოცრად წავიდა – დავით დოიაშვილზე:

რა საოცრად წავიდა – დავით დოიაშვილზე:
„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე რეჟისორ დავით დოიაშვილზე სოციალურ ქსელში წერს და ამით ეხმიანება გავრცელებულ ხმებს იმის შესახებ, რომ რეჟისორი სპექტაკლების დასადგმელად ჩინეთიდან მოწვევას დათანხმდა.
როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, რეჟისორის გადაწყვეტილება გასაკვირია, რადგან მისი ადრეული აქტივობებიდან გამომდინარე, ის კვლავ პროტესტის ეპიცენტრში ეგულება.
„თეატრის კიბეებთან, ბარიკადებზე გვეგულებოდა და „თემუს” რევოლუციონერებს შეერთებია… ჩვენ რომ „made by europe”, ველოდებოდით, „მადე ინ ჩინა” – ჩაგვიტარა… P.S. -რა საოცრად წავიდა, გრაფი სეგედის ხმით?!“- წერს ზურაბ ქადაგიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ხელისუფლების ლეგიტიმურობის საკითხი გამოყენებულია მანიპულაციის და ზეწოლის ინსტრუმენტად, თორემ ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნაში სანთლითაც ვერ იპოვით იმის კონსტატაციას, რომ არჩევნებმა საქართველოს ამომრჩევლის ნება არ ასახა