რა მაგის პასუხია და (მეორე მსოფლიოზე გადაცემას ვუყურე, სტალინს კარგა ხანს არ სჯეროდა, რომ ჰიტლერი ომს გაუბედავდაო) სტალინის განსადიდებელი ასეთი მითი არსებობდა, რომელიც, სავარაუდოდ სრული სიმართლეა – სტალინი შეხვედრებზე დაგვიანებით შედიოდა და ჩერჩილი მის შესახვედრად ფეხზე დგებოდაო, ერთხელ სტალინმა დაასწრო მისვლა და რომ არ წამოსდგომოდა ჩერჩილს, წინასწარ ფეხზე მდგარი დახვდაო – აი ეს ისტორია მოსწონდათ ქართველებს, ვიიიშ, რა მაგარი იყოო, არადა რა სამარცხვინოდ უკულტურო და თან კიდევ დაკომპლექსებული ყოფილა საწყალი, ფეხზე წამოდგომა განსაკუთრებული პატივი რომ ეგონა და არა მისალმების სტანდარტული ფორმა.
