რა სავაჭრო ურთიერთობა აქვს საქართველოს იმ ქვეყნებთან, რომლებმაც ოკუპირებული ტერიტორიების “დამოუკიდებლობა” აღიარეს

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები, და ცხინვალის რეგიონი “დამოუკიდებელ სახელმწიფოებად” აღიარებული აქვს შემდეგ ქვეყნებს: , ნიკარაგუა, ვენესუელა, ნაურუ და სირია
ნიკარაგუიდან 2025 წლის იანვარ-მარტში 6 420 დოლარის ღირებულების სიგარების იმპორტი განხორციელდა. საქართველოდან ამ ქვეყანაში ექსპორტზე არაფერი გასულა.
იმპორტი არ განხორციელებულა, თუმცა 79 930 აშშ დოლარის პროდუქცია იქნა გატანილი ვენესუელაში. მათ შორის 51 060 აშშ დოლარის იზოლირებული მავთულები და კაბელები, 7 390 აშშ დოლარის ელექტრული აპარატურა, 4 650 აშშ დოლარის მინა, 3 210 აშშ დოლარის მინის ლაბორატორიული ჭურჭელი, პროდუქციის ჩამონათვალში ასევე არის 220 აშშ დოლარის დანები მჭრელი პირით და 70 დოლარის ნატურალური ღვინოები.
როგორც მიმდინარე წლის იანვარ-მარტში, ასევე გასული 12 წლის განმავლობაში იმპორტი არ განხორციელებულა ნაურუდან, თუმცა 2013 წელს 4 960 აშშ დოლარის ხრახნები, ჭანჭიკები, საკისრები, ნათურები და სხვადასხვა ხელსაწყოები შემოვიდა.
რაც შეეხება სირიას, რომელმაც აფხაზეთისა და ე.წ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა 2018 წელს აღიარა, სირიიდან ამ დროიდან მოყოლებული 3 232 210 აშშ დოლარის სხვადასხვა პროდუქცია იქნა შემოტანილი და 4 655 100 აშშ დოლარის გატანილი.
მათ შორის მიმდინარე წლის I კვარტალში 233 860 დოლარის იმპორტი განხორციელდა . აქედან 170 870 აშშ დოლარის კოჭა, ზაფრანა, ურცი, დაფნის ფოთოლი, კარი და სხვა სანელებლები, 46 800 აშშ დოლარის სარეცხი და საწმენდი საშუალებები და 16 190 აშშ დოლარის შავი ლითონები.
მიმდინარე წლის I კვარტალში 443 520 დოლარის ექსპორტი განხორციელდა. მათ შორის 257 900 აშშ დოლარის მსუბუქი ავტომობილები, 139 800 დოლარის თხილი და სხვა კაკალი და 45 830 აშშ დოლარის მცენარეული წარმოშობის მასალები.
ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების შემდეგ სირიაში ყველაზე დიდი ექსპორტი 2023 წელს განხორციელდა 1 318 210 აშშ დოლარის. იმპორტი კი 2024 წელს 700 620 აშშ დოლარის.
რაც შეეხება რუსეთს 2025 წლის იანვარ-მარტში რუსეთიდან საქართველოში 512 947 010 აშშ დოლარის პროდუქცია შემოვიდა, მათ შორის ყველაზე დიდი მოცულობით ნავთობი და ნავთობპროდუქტები. პირველ კვარტალში რუსეთში გავიდა 129 827 860 აშშ დოლარის პროდუქცია. ყველაზე დიდი რაოდენობით სპირტიანი სასმელები და ყურძნის ნატურალური ღვინოები.
წყარო: mtavari.tv