რა პოზიცია აქვთ შავი ზღვის აუზის ქვეყნებს ნავსადგურების დაკავშირებადობის ინდექსში

გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის ნავსადგურების დაკავშირებადობის ინდექსის (Liner Shipping Connectivity Index – LSCI) სათავეში ჩინეთია, რომელსაც კორეის რესპუბლიკა და სინგაპური მოსდევს.
ინდექსი მოიცავს 180-ზე მეტ ქვეყანას და აჩვენებს ქვეყნის ინტეგრაციის დონე საზღვაო გადაზიდვების გლობალურ ქსელთან. ინდექსი კვარტალურად ახლდება. 2024 წლის მეორე კვარტალის მონაცემებით, საქართველო 119-ე ადგილზეა.
· თურქეთი – მე-18 ადგილი
· – 32-ე ადგილი
· რუმინეთი – 81-ე ადგილი
· ბულგარეთი – 108-ე ადგილი
· – 158-ე ადგილი (ომის დაწყებამდე 62-ე ადგილი)
აღსანიშნავია, რომ საქართველოს 2023-2030 წლების ტრანსპორტისა და ლოგისტიკის ეროვნული სტრატეგიაში საზღვაო დარგის განვითარების ამოცანის ერთ-ერთი ინდიკატორი სწორედ აღნიშნულ რეიტინგი პოზიციის გაუმჯობესებას უკავშირდება. კერძოდ, მიზანია 2022 წელს – 146–ე ადგილიდან 2024 წელს – 125–ე ადგილზე, ხოლო 2030 წლისთვის – 96 ადგილზე გადანაცვლება.