რა მუხლით „გაასამართლებენ“ რუსები ქართველ მებრძოლებს?

რუსეთში ჯერ კიდევ ფიქრობენ, რა „მუხლით“ „გაასამართლონ“ ქართველი სამხედროები გიორგი ჩუბითიძე და გიორგი გოგლიძე, რომლებიც ტყვედ დროებით ანექსირებულ ლუჰანსკის ოლქში, ქალაქ კრემინასთან ახლოს ჩავარდნენ.
ზუსტად ასე გააკეთეს, როცა ორ ბრიტანელ და ერთ მაროკოელ მოხალისეს დახვრეტა მიუსაჯეს. შემდეგ, ამ ბიჭების გაცვლა ს პრინცის შუამავლობით გახდა შესაძლებელი. მუდმივად ხაზგასმა რომ ქართველები “დაქირავებულები” არიან, სავარაუდოდ, სწორედ ამას ემსახურება“
40 წლის ჩუბითიძე გორის მუნიციპალიტეტის ახალსოფლიდან არის, 26 წლის გოგლიძე კი თბილისელია, ორივე საქართველოს მოქალაქეა და ორივე ჯარისკაცი უკრაინის არმიის მე-2 ინტერნაციონალურ ლეგიონში ირიცხებოდა.
მიუხედავად იმისა, რომ უცხოელ მოხალისეთა ლეგიონი უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური შენაერთია, რუსული პროპაგანდა ქართველი სამხედრო ტყვეებს შეგნებულად „დაქირავებულებად“ წარმოაჩენს.
„ეს არ ხდება შემთხვევით. ე.წ „ლუჰანსკის და დონეცკის სახალხო რესპუბლიკებში“ დაქირავებული მებრძოლებისთვის “სასჯელის” “უმაღლესი ზომა” მოქმედებს” – უთხრა „ამერიკის ხმას“ ქართველმა ჯარისკაცმა გიორგი ს-მ. (სახელი და გვარი უსაფრთხოების მიზნით შეცვლილია), რომელიც უკრაინის არმიაში იბრძვის.
მისი თქმით, “რუსებმა სიკვდილით დასჯის განაჩენი შეიძლება გამოიტანონ. რა თქმა უნდა, სრულიად უკანონოდ. შარშან ზაფხულში, ზუსტად ასე გააკეთეს, როცა უკრაინის მხარეს მებრძოლ ორ ბრიტანელ და ერთ მაროკოელ მოხალისეს დახვრეტა მიუსაჯეს. არადა, ძალიან კარგად იცოდნენ, რომ ისინი უკრაინის არმიის 36-ე ცალკეული საზღვაო ქვეითი ბრიგადის ჯარისკაცები იყვნენ.
შემდეგ, ამ ბიჭების გაცვლა საუდის არაბეთის პრინცის შუამავლობით გახდა შესაძლებელი. მუდმივად ხაზგასმა რომ ქართველები დაქირავებულები არიან, სავარაუდოდ, სწორედ ამას ემსახურება” – ამბობს გიორგი ს.
მიზანმიმართულად ცდილობს, რომ ში მებრძოლ მოხალისეებზე, რომლებსაც თავად დაქირავებულებად (Наёмник-ებად) მიიჩნევს, ჟენევის 1949 წლის კონვენცია სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის შესახებ არ გავრცელდეს.

ასევე დაგაინტერესებთ