რა მტკიცებულებები მიაწოდა პროკურატურას ეკა ბესელიამ?

“შემოთავაზება მქონდა, გამოკითხვა ჩატარებულიყო ან პროკურატურაში ან მაგისტრატ მოსამართლესთან, მაგრამ ძალიან შეგნებულად ვარჩიე აქ, უშუალოდ გამოძიების ორგანოსთან [მოსვლა] და პირდაპირ უშუალოდ იმ პირებთან, ვინც გაყალბების საქმესთან დაკავშირებით გამოძიებას აწარმოებს. რამდენიმე ფაქტია, მათ შორის არის უბნებისა და დროის მიხედვით, არჩევნების დღეს როგორ ხდებოდა საარჩევნო პროცედურების დარღვევა. ეს ეხება სხვადასხვა მეთოდის გამოყენებას, „კარუსელებს”, პირადობის მოწმობების გამოყენებას, ფარულობის წესის დარღვევას, საყოველთაო წესის დარღვევას და ამაზე, იცით, რომ პრეზიდენტის კონსტიტუციური სარჩელია შეტანილი, ამ პროცესისთვის ვემზადებით და მე ვიქნები წარმომადგენელი პროცესზე. ამის გარდა არის რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი, რომლის წყაროები, უშუალო თვითმხილველი პირები არსებობენ. სხვათაშორის ეს კითხვები მინდა დავსვა დღეს, ეს პირები დაკითხულები არიან თუ არა, ვინც უშუალოდ ამ გაყალბების ფაქტებს შეესწრო. თუ რთულია მაათთვის ამ წყაროების მოძიება, მე ამას სიამოვნებით გავაკეთებ. მოვამზადე მათთვის ასლები და დავუტოვებ“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შაიშმელაშვილი – ერთ მშვენიერ დღეს იქნება კონდიცია, როცა ყველა ერთად დაველაპარაკებით „ოცნებას“, ამ ვითარებაში არ არის, შეგვიძლია მაგალითად მოვიყვანოთ გახარიას დეპუტატების ბედი პარლამენტში – ჩვენ ვართ პიკში მყოფი ავტორიტარიზმის პირობებში