სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს სიცოცხლისას საპატრიარქომ “ქართული ოცნების” მთავრობას მინიმუმ 3-ჯერ სთხოვა სინდისის პატიმრების გათავისუფლება. საჯაროდ გავრცელებული ცნობების მიხედვით, მაშინ ერთ-ერთი მთავარი აქცენტი დატყვევებული ქალი ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის გათავსუფლებაზე კეთდებოდა, რადგან მედია-მენეჯერი საკანში შიმშილობდა და მისი ჯანმრთელობაც მძიმე იყო.
ამასთან, როგორც TV პირველის გადაცემა “დღის ამბებში” პოლიტიკოსმა თეონა ჭალიძემ თქვა, 1 წლის წინ, ის საპატრიარქოში გამართულ იმ შეხვედრას ესწრებოდა, სადაც სინდისის პატიმრების გათავისუფლებაზე და ნოემბერ-დეკემბერში მშვიდობიამი მომიტინგეების სასტიკად დარბევის საკითხევი განიხილეს.
ჭალიძე იხსენებს, რომ საპატრიარქოში ქალ პოლიტიკოსებს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სხვა სასულიერო პირებთან ერთად უმასპინძლა.
საპატრიარქოში ქალი პოლიტიკოსების ნაწილი გახლდით. ჩემთვის ეს შეხვედრა მრავალი წლის წინ, პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ, ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმ თვალსაზრისით, რომ ახლა უკვე მიწევდა საუბარი იმ მომენტებზე, რომლის თვითმხილველი და თანამონაწილე მე თვითონ გახლდით. ვგულისხმობ, საპროტესტო აქციებს, ძალადობრივი დაშლის მომენტებს, სინდისის პატიმრების მდგომარეობას და ა.შ. ჩემი მიზანი გახლდათ ის, რომ მეუფე შიოს და სხვა სასულიერო პირებს, რომლებიც საკმაოდ წარმომადგენლობითად ესწრებოდნენ ამ შეხვედრას, ჰქონოდათ პირველწყაროსგან ინფორმაცია… მინდოდა, პერსონალურად მას გაეგო, რა გადამხდა პირადად მე ამ საპროტესტო აქციების დროს. მე გავამახვილე ყურადღება, იმ კადრებზე, რომელიც თქვენს არქივშიც ინახება, როცა აქციის მშვიდობიან დემონსტრანტს, ძირს დავარდნილ ზვიად მაისაშვილს სპეცრაზმელი თავში ურტყამს და ფაქტობრივად ფეხბურთს თამაშობენ. სასულიერო პირებმა დამიდასტურეს, რომ ეს კადრები მათ ნანახი ჰქონდათ და მაშინვე დააფიქსირეს შეშფოთება ამ კონკრეტულ ფაქტზე. მე მათ ვუთხარი, რომ ეს კადრები ჩემი გადაღებულია და ავუხსენი, როგორ მშვიდად გადაადგილდებოდა მაისაშვილი ძმასთან ერთად, როცა მას თავს დაესხნენ. ქალის განწირული ხმა, მე მეკუთვნის და ამ ემოციის გაყალბება არ შეიძლებათქო. ვეუბნებოდი, როგორ სისასტიკეს ვეჯახებოდით მაშინ, როგორი სიასტიკით უწორდებოდნენ მშვიდობიან მომიტინგეებს სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები. ასევე გავამახვილე ყურადღება, რა გადაგვხდა ქალ პოოლიტიკოებსა და აქტივისტებს. გვინდოდა ის ზალადობის მაგალითები თავად მოესმინათ, რომელიც ჩვენ ქალმა პოლიტიკოსებმა გადავიტანეთ აქციებზე ზალოვანების მხრიდან – მაგალითად ვუთხარი როგორ გამარტყა სილა გადაცმულმა პოლიტიკოსმა. სასულიერო პირები ძალიან ყურადღებით გვისმენდნენ, იგრძნობოდა, რომ ეს ზერელე დამოკიდებულება არ იყო”- აცხადებს ჭალიძე.
მისი თქმით, ქალმა პოლიტიკოსებმა სინდისის პატიმრების გათავისუფლების საკითხიც დააყენეს.
საუბარი ასევე იყო მზია ამაღლობელთან დაკავშირებით, რომელიც იმ პერიოდში შიმშილობდა. ვუთრარით, რომ არ შეიძლება ადამიანები ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე იყვნენ საპატიმროებში. გვითხრეს, რომ ეს სასამართლოს პრეროგატიოვაა, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ საზოგადოებაში ძალიან დიდი პოლარიზება და განხეთქილებაა, გვითხრეს, რომ ერთხელ უკვე ჰქონდათ კომუნიკაცია [მთავრობასთან] რა შეიძლება გაკეთებულიყო, რა გამოსავალი შეიძლებოდა გამონახულიყო. ასევე თქვეს, რომ მათ კიდევ ექნებოდათ კომუნიკაცია. ამ შეხვედრის შემდეგ ჩვენ კომუნიკაცია არ გვქონია, იმას თუ არ ჩავთვლით, როცა მამა ანდრია ჯაღმაიძემ ინტერვიუში თქვა, რომ მათ სამჯერ ჰქონდათ კომუნიკაცია მთავრობასთან [მზია ამაღლობელის გათავისუფლების საკითხზე]. ლოგიკური დასკვნა იყო ამ ინტერვიუს შემდეგ, რომ კომუნიკაცია “ქართულ ოცნებასთან” ჩვენთან შეხვედრის შემდეგაც იყო.
მინდინარე წლის ინვარში საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ თქვა, რომ საპატრიარქომ სამჯერ დააყენა [სინდისის] პატიმრების, მათ შორის მზია ამაღლობელის გათავისუფლების საკითხი ხელისუფლებასთან, თუმცა „ამ საკითხს მსვლელობა არ მიეცა“.




