რა კურსი ექნება ლარს შაბათ-კვირას

ეროვნული ბანკის მიერ 7 მარტს დადგენილი კურსის თანახმად 1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6576 ლარია.
დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0005 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8949 ლარია. ევროს ცვლილებამ 0.0045 ლარი შეადგინა.
აღნიშნული კურსი ორშაბათის ჩათვლით იმოქმედებს.