რა კრიტერიუმებით აფასებენ მომხმარებლები მომსახურების ხარისხს საქართველოში? – ACTR-ის კვლევა

„ეისითი” კვლევის (ACTR) – „საქართველოში სერვისების ხარისხი და მომხმარებლის გამოცდილება“ მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის მიერ მომსახურების ხარისხის შეფასების მაჩვენებელი გაიზარდა. წელს მომხმარებელი მომსახურების ხარისხს საშუალოზე მაღალი ქულით აფასებს: 10-ბალიანი სკალით 7.04 ქულა, რაც 2023 წელთან შედარებით 0.4 ქულით (2023: 6.64 ქულა) გაზრდილია.
კვლევის შედეგად გამოიკვეთა მომსახურების ის სფეროები, რომლებმაც მაღალი ან შედარებით დაბალი შეფასება მიიღეს. კმაყოფილების მიხედვით -3 ლიდერ სფეროებს შორის არის სააფთიაქო მომსახურება, გასართობ-შემეცნებითი მომსახურებები და სილამაზისა და თავის მოვლის მომსახურებები.
ყველაზე ნაკლები კმაყოფილება კი მომხმარებელს ჯანდაცვის სფეროში საავადმყოფოების, კლინიკების და ლაბორატორიების მომსახურებაში, ასევე სადაზღვევო მომსახურებაში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის და სუპერმარკეტებში, ჰიპერმარკეტებში, მინიმარკეტებში, მაღაზიებსა და მოლებში მიღებული მომსახურებაშია.
„ამ ყველაფრის ფონზე საინტერესო იყო შეგვესწავლა, რას აფასებს მომხმარებელი მომსახურების მიღებისას“ – აღნიშნავენ კვლევის ავტორები.
მომხმარებელი მომსახურების შეფასებისას ყველაზე დიდ მნიშვნელობას ანიჭებს: