“რა იცი, შვილო, როგორი გაჭირვებული ადამიანი შეიძლება მოხვდეს აქ” – რას წერს გიგა მაქარაშვილი

“რა იცი შვილო როგორი გაჭირვებული ადამიანი შეიძლება მოხვდეს აქ” ამ სიტყვებით ალბათ 20 წელზე მეტია მამაჩემი, ყოველდღე ლიფტში 5 თეთრიანს ტოვებს.
ჰო და ამ 20 წელიწადში რამდენიმე ასეულჯერ შევსულვარ ლიფტში მამასთან ერთად და ყოველ ჯერზე თვალი გაურბის ფულის ჩასაგდები ყუთისკენ, რომელიც სულ ცარიელი ხვდება! მერე 5 თეთრს ჩააგდებს, ლიფტი დაიძვრება და კიდევ ერთ 5 თეთრს ტოვებს იმ გაჭირვებულისთვის, რომელიც ვინ იცის როდის მოადგება ჩვენს ლიფტს და ფაქტია ყოველ დღე ვიღაც ან ვიღაცეები მგზავრობენ ჩვენი ლიფტით და ის 5 თეთრიც სულ საქმეშია … ჰო და 20 წლიანი გაუტეხელი მცდელობის შემდეგ პირველად ხდება რომ ჩვენი სახლის ლიფტში მუდმივად დევს 2 ცალი 5 თეთრიანი. ვიღაცამ მამას მსგავსად დაიწყო სარეზერვო 5 თეთრიანს დადება, დანარჩენები კი დარაჯობენ, რომ ეს 2 ცალი 5 თეთრიანი მუდმივად იყოს, როგორც ყურადღებიანი მასპინძლების ხელწერა
გამარჯვებების წელი გვქონდეს ყველაფერი გამოგვივა