რა იყო 4 ოქტომბრის შედეგები? – რას წერს სააკაშვილი?

წერილს სოციალურ ქსელში აქვეყნებს:
„4 ოქტომბრის შედეგები ის იყო, რომ
1) ჩაფლავდა სპეცოპერაცია, ბოიკოტმა კიდევ უფრო მეტი წყალი შეუყენა კრიმინალურ რეჟიმს.
2) მოხდა ზოგიერთი პოლიტიკური ძალის ლუსტრაცია, გამოჩნდა თუ ვინ არის ივანიშვილის დაცვის მეორე ხაზი, მათი მოლაპარაკე ენები, რომლებიც ოლიგარქის ფულით ცდილობენ გაამართლონ კოლაბორაციონიზმი და მოახდინონ საპროტესტო მოძრაობის დისკრედიტაცია.
3) ბოიკოტში ის ძალებიც მონაწილეობდნენ. რომლებიც არ ჩანდნენ ადრე ჯენზის გვერდით, მინუსი იყო ის, რომ ამჯერად ნაკლებად აქტიური იყო ჯენზი.
4) ხდებოდა მკვეთრი ზღვარს გადასული მოთხოვნების არტიკულირება.
5) ჰქონდა ადგილი პროვოკაციებს, მაგრამ ახლა ამაზე ლაპარაკი არის მთავრიდან მეორეხარისხოვანზე ყურადღების გადატანა.
და ბოლოს – ახლა გაჩერება სიკვდილის ტოლფასი იქნება!“

ასევე დაგაინტერესებთ

დონალდ ტრამპი – ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა თანხმობა განაცხადა, რომ რუსული ნავთობის ყიდვას შეწყვეტს და უფრო მეტს შეიძენს აშშ-სგან – ეს უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულებას ხელს შეუწყობს