“რა იარაღი წაიღო?! გაფორმებული იარაღით დადიოდა” – “კანონიერი ქურდის” ძმის მკვლელობაში ბრალდებულის დედა

ფოტო – ტვ პირველი
ე.წ. კანონიერი ქურდის ძმის მკვლელობაში ბრალდებულის, 50 წლის გელა უძილაურის დედა ტვ პირველთან, შაბათის ეთერთან საუბრობს.
გელა უძილაური გამოცდილი სპეცრაზმელი იყო და ში საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობდა. რამ გადააწყვეტინა მას, კამერების წინ, შუა ქუჩაში მკვლელობა – უცნობია. მედიაში საუბრობენ იმაზეც, რომ მკვლელობა დაკვეთილი იყო, თუმცა, ამის დამადასტურებელი ფაქტები არ არსებობს. ვიდეოკადრების მიხედვით, ის ხედავს მისკენ მომავალ პირებს, ანუ უკვე იდენტიფიცირებული ჰყავს, თუმცა, როცა უკნიდან უახლოვდება, უკან მაინც ახედებს, თითქოს რაღაცის სათქმელად, ან თითქოს უნდოდა სცოდნოდა, ვინ ესვრის.
არა არა, ეს არის დაუჯერებელი. არ მჯერა… შუაღამისას მოვიდნენ პოლიციელები, საკვამური გამოიღეს, რას ეძებდნენ იქ ვერ გავიგე, არ ვიცით, გელას ვეძებთო… ალბათ ეჭვი ჰქოდნათ იარაღზე, რომ გამოყარეს ყველაფერი, ყველგან ჩხრეკა იყო ქვედა და ზედა სართულებზე. საბოლოოდ, არაფერი არ წაიღეს. მარტო ტყვიები წაიღეს და ტელეფონები ჩამოგვართვეს, მეზობელი გვყავდა და იმასაც ჩამოართვეს, დაათვალიერეს, ყველა გაოცებულები ვიყავით. იყო ჩამოსული, დედის სანახავად იყო ჩამოსული, დარჩა, რა უნდა ეთქვა არაფერი, ჩვეულებრივ სახლის საქმეს ვაკეთებდით დედა-შვილი… რა იარაღი წაიღო აქედან?! – ის გაფორმებული იარაღით დადიოდა სულ… შვილო, გაოცებული ვარ! მე კი არა, ვინც მოდის, ყველა პირდაღებულია. ჰქონდა თუ არა ვალები, არ ვიცი. ჯანმრთელობის პრობლემები არ ჰქონია, რაც უკრაინიდან ჩამოვიდა… ეს არის ტყუილი”, -ამბობს უძილაურის დედა.
ცნობისთვის საზარელი მკვლელობა თბილისში 14 მარტს მოხდა. დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე ქილერმა ლევან ჯანგველაძეს 22 საათსა და 37 წუთზე 14-ჯერ ესროლა. ე.წ. კანონიერი ქურდის ძმას ადგილზე გარდაიცვალა.
17 მარტს პოლიციამ განზრახ მკვლელობის ბრალდებით გელა უძილაური დააკავა.