,,რა თქმა უნდა, სამხედრო მოქმედებები ყოველთვის ტრაგედიაა, რუსეთს არასოდეს უთქვამს უარი უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებებზე” – პუტინი

ს პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა G20-ის რიგგარეშე სამიტზე გამოექომაგა მონაწილე ქვეყნების ლიდერებს, რომლებმაც თავიანთ გამოსვლებში თქვეს, რომ ისინი შოკირებულნი არიან რუსეთის მიერ ში მიმდინარე აგრესიით.
პუტინმა თქვა, რომ სამხედრო მოქმედებები ყოველთვის ტრაგედიაა და დასძინა, რომ რუსეთს არასოდეს უთქვამს უარი უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებებზე.
„ზოგიერთმა კოლეგამ უკვე განაცხადა თავის გამოსვლებში, რომ ისინი შოკირებულია რუსეთის მიერ უკრაინაში მიმდინარე აგრესიით. დიახ, რა თქმა უნდა, სამხედრო მოქმედებები ყოველთვის ტრაგედიაა კონკრეტული ადამიანებისთვის, კონკრეტული ოჯახებისთვის და მთლიანად ქვეყნისთვის. და, რა თქმა უნდა, უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ შევაჩეროთ ეს ტრაგედია.
სხვათა შორის, რუსეთს არასოდეს უთქვამს უარი უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებებზე. რუსეთს არა, არამედ უკრაინამ, რომელმაც საჯაროდ გამოაცხადა მოლაპარაკებების პროცესიდან გასვლის შესახებ. უფრო მეტიც, სახელმწიფოს მეთაურმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც კრძალავს რუსეთთან ამგვარ მოლაპარაკებებს.
მესმის, რომ ეს ომი და ხალხის დაკარგვა შოკისმომგვრელია. განა შოკისმომგვრელი არ არის 2014 წელს უკრაინაში მომხდარი სისხლიანი გადატრიალება, რასაც მოჰყვა ს რეჟიმის ომი თავისი ხალხის წინააღმდეგ დონბასში? განა დღეს შოკისმომგვრელი არ არის მშვიდობიანი მოსახლეობის განადგურება პალესტინაში, ღაზას სექტორში? განა შოკისმომგვრელი არ არის, რომ ექიმებს უწევთ ბავშვებზე ოპერაციების ჩატარება, მუცლის ღრუს ოპერაციები და ბავშვის სხეულზე სკალპელის გამოყენება ანესთეზიის გარეშე? განა შოკისმომგვრელი არ არის, რომ გაეროს გენერალურმა მდივანმა თქვა, რომ ღაზა უზარმაზარ ბავშვთა სასაფლაოდ იქცა?“, – განაცხადა პუტინმა.