რა თქმა უნდა, როგორც ირაკლი ს, ისე ირაკლი ღარიბაშვილს სრული მხარდაჭერა აქვს და გუნდი ერთიანია –

როგორც ს, ისე ირაკლი ღარიბაშვილს აქვს სრული მხარდაჭერა და გუნდი ერთიანია, – განაცხადა თბილისის მერმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
დარწმუნებულია, რომ 2024 წლის არჩევნებზე “ქართული ოცნება” დამაჯერებლად გაიმარჯვებს.
„რა თქმა უნდა, როგორც ს, ისე ირაკლი ღარიბაშვილს აქვს სრული მხარდაჭერა და გუნდი ერთიანია. ეს თქვენთვის, კოლექტიური „ნაცებისთვის“, სამწუხარო ინფორმაციაა, ის გადაწყვეტილებები რაც მიღებულია. 2024 წელი საპარლამენტო არჩევნების წელია და ჩვენ ერთიანი ძალისხმევით, ქართველი ხალხის მხარდაჭერით გავიმარჯვებთ“, – განაცხადა თბილისის მერმა.
კითხვაზე, არსებობს თუ არა მიზეზი, რის გამოც პარტიის თავმჯდომარე უნდა გამხდარიყო, კალაძემ აღნიშნა: „კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ, სად რომელ თანამდებობაზეა. სადაც არ უნდა ვიყოთ, ეს შეიძლება იყოს პოლიტიკა, ბიზნესი, იყო რიგითი მოქალაქე, ყოველთვის უნდა ვემსახუროთ ჩვენს სამშობლოს, ჩვენს ხალხს და არა რომელიმე ქვეყნის ინტერესს ვატარებდეთ”.

ასევე დაგაინტერესებთ

მზად ვართ, აღვადგინოთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა შეერთებულ შტატებთან ახალი ფურცლიდან, ძალიან მკაფიო და კონკრეტული გეგმით, ჩვენს ინტერესებშია აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა და მოთმინებით ველოდებით მათ პოზიციას

მიხეილ ყაველაშვილი აშშ-ს სენატორების და კონგრესმენების რუბიოსადმი წერილზე: ამწერილის ავტორები გამოირჩევიან საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგდეზინფორმაციით, მიზანმიმართული ფაქტების დამახინჯებით და დაბრალებით

ჩინეთთან გვაქვს საერთო ღირებულებები, ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა გვეხმარება ჩვენი დაკავშირებადობის ფუნქციის განვითარებაში, ჩვენი ეკონომიკის გაძლიერებაში, პოლიტიკური პოზიციების განმტკიცებაში