“რა თქმა უნდა, ველოდებით რევოლუციური სცენარის განვითარების მცდელობას, რომელიც გარანტირებულად არ გამოუვათ” – მამუკა მდინარაძე

როგორ შეიძლება, დღეს იყოს მოცემულობა, რომ ერთადერთი ოპოზიციური პარტია ლახავს ბარიერს – “ნაციონალური მოძრაობა”, სხვები ვერ ლახავენ და ნებისმიერ შემთხვევაში, ვერ ადიან ისეთ პროცენტზე, რომელიც რაღაც თეორიულ შანსს გააჩენს. რაღაც გზა ხომ უნდა მოძებნონ? მეორე გზა არის არეულობის სცენარი, მეტი შანსი არაა. ამიტომ, რადგან ეს მონაცემები თავადაც უჭირავთ ხელში, ერთადერთი გზა ის რჩებათ, რომ იქნებ რაღაცა ავრიოთ, რომ შემდეგ ამ არეულობაში, რაღაც ახალი მოვიფიქროთ,- ამის შესახებ “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა “ღამის კურიერის” ეთერში განაცხადა.
როგორც მ აღნიშნა, ოპოზიციას ექნება არეულობის მცდელობა, მაგრამ ეს არ გამოუვა.
“რა თქმა უნდა, ველოდებით მცდელობას, რომელიც გარანტირებულად არ გამოუვათ. როგორც ერთი წლის წინ რაღაცებზე ვამბობდი მე პირადად, რომ დავიმახსოვროთ, ეს ასე იქნება-მეთქი, ახდა ბევრი რაღაცა, ახლაც წინასწარ გეუბნებით, რომ რა თქმა უნდა, ამის მცდელობა იქნება, მაგრამ გარანტირებულად არ გამოუვათ. ახლა რატომ იქნება მცდელობა და რატომ არ გამოუვათ: რაღაც რეიტინგებს რომ აქვეყნებენ და ხან ასე გამოაქვეყნეს და ხან ისე, ხან ალოკაციის გარეშე, ჩამოწიეს და პროპორცია მაინც ვერ შეამცირეს, და ათასგვარი რაღაც მოიფიქრეს, თვითონ ხომ ითვლიან, თვითონ ხომ იციან?! თავიანთ გამოქვეყნებულში, გადასწორებულ-გაუბედურებულში, თავისივე კვლევებშიც კი რომ არაფერი გამოსდით, თქვენ წარმოიდგინეთ, ვერ აგროვებენ, 40%-მდე ვერანაირ კონფიგურაციაში ვერ ადიან. ხომ ხვდებიან, დანარჩენი 60% სად არის?! ახლა სხედან, ითვლიან, აქედან, იქიდან, “ნაცმოძრაობა” დაძირეს თვითონვე, წამოვიდა სხვა პარტიები, რომლებიც ბარიერს ვერ ლახავენ – ეს 2-2 და 3-3- პროცენტები რომ აგროვონ და თითოს 1-2% მიუმატონ, რომ თეორიაში წარმოიდგინონ, თითქოს 5%-იან ბარიერს ლახავენ, 40%-ზე ვერ ადიან.
როგორ შეიძლება, დღეს იყოს მოცემულობა, რომ ერთადერთი ოპოზიციური პარტია ლახავს ბარიერს – “ნაციონალური მოძრაობა”, სხვები ვერ ლახავენ და ნებისმიერ შემთხვევაში, ვერ ადიან ისეთ პროცენტზე, რომელიც რაღაც თეორიულ შანსს გააჩენს. რაღაც გზა ხომ უნდა მოძებნონ? მეორე გზა არის არეულობის სცენარი, მეტი შანსი არაა. ამიტომ, რადგან ეს მონაცემები თავადაც უჭირავთ ხელში, ერთადერთი გზა ის რჩებათ, რომ იქნებ რაღაცა ავრიოთ, რომ შემდეგ ამ არეულობაში, რაღაც ახალი მოვიფიქროთ – გეგმა “B”
ახლა რატომ არ გამოუვათ – ყოველ მცდელობაზე ხალხი იძენს ახალ გამოცდილებას. მაგალითად, ახლა ბოლო კოზირი, ჯოკერი თუ რაც გინდათ ის დაარქვით, იყო “რუსული რუსული რუსული კანონი”. მეტ-ნაკლები წარმატებით ეს განახორციელეს 8-9 მარტის აქციებთან დაკავშირებით და უთხრეს ადამიანებს, რომ ახლა თქვენ რა კანონსაც გთავაზობენ, ეს არის სინამდვილეში რეპრესიული კანონი, რაღაც არგუმენტებიც მოიტანეს, ასე თუ ისე მყარი არგუმენტები, რომ აგერ პუტინი და მედვედევი ლაპარაკობდნენო, რომ შერბილებული ვარიანტია, აგერ, “ხალხის ძალამ” წარმოადგინა და “ოცნება” და “ხალხის ძალაც ლაპარაკობდნენ, რომ შერბილებული ვარიანტიაო. ეს დამთხვევა ძალიან კარგად გამოიყენეს, იქ სიტყვები დაადეს ერთმანეთს… რაღაც სიტყვა დაემთხვევა ერთმანეთს, ხან პუტინი იტყვის და ხან ვაშაძე და ა.შ. და ამ დამთხვევებით დააჯერეს საზოგადოების და ახალგაზრდების რაღაც ნაწილს, რომ ეს არის რუსული კანონი.
სინამდვილეში, “ხალხის ძალის” წარმოდგენილი მეორე ვერსია იყო ამერიკული კანონის პირდაპირი თარგმანი – “ფარას” ვგულისხმობ. ამერიკაში მოქმედი კანონიკის პირდაპირი თარგმანი და ამაზეც დააჯერეს საზოგადოების გარკვეულ ნაწილს, რომ ეს არის რუსული კანონი. ეს ვიღაცამ რომ დაიჯერა, მერე მოვლენების განვითარებას ხომ მიადევნა თვალი – იქ კანადაში, იქ სხვადასხვა ქვეყნებში მიიღეს მსგავსი კანონი. მერე გააკეთეს ახალგაზრდებმა პერფორმანსი, რომ მიდიოდნენ სხვადასხვა ქვეყნების საელჩოებთან და “არა რუსულ კანონს” იძახდნენ ნახევრად იუმორისტული, ირონიული ჟანრის სარკასტული წარმოდგენები ჰქონდათ, რადგან აღმოჩნდა, რომ სხვადასხვა ქვეყნები ამაზე მუშაობენ. ახლა ბოლოს აღმოჩნდა, რომ ევროკავშირში ინიცირდება გაცილებით ხისტი, მკაცრი კანონი, თავისი სისხლისსამართლებრივი დასჯის მეთოდებით,”- აცხადებს მამუკა მდინარაძე.