ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2025 წლის ორი კვარტლის საპრივატიზაციო გეგმა გადაჭარბებით, 136.13%-ით შეასრულა – ინფორმაციას სააგენტო ავრცელებს.
„აქტიური პრივატიზაციის შედეგად, სააგენტომ სახელმწიფო ბიუჯეტში 126 332 000 ლარის გადარიცხვა უზრუნველყო. შეგახსენებთ, რომ 2 კვარტლის საპრივატიზებო გეგმა 92 800 000 ლარს შეადგენდა.
სააგენტო განაგრძობს ქონების დაჩქარებული პრივატიზაციის პროცესს და პროაქტიურად სთავაზობს კერძო სექტორს სხვადასხვა სახის აქტივებს. პრივატიზაციის პროცესი სრულად ელექტრონულია, ბიუროკრატიული შეფერხებების გარეშე, რაც კერძო პირებს და ბიზნესს საშუალებას აძლევს სწრაფად და მარტივად მიიღონ მონაწილეობა აუქციონებში და გახდნენ სახელმწიფო ქონების მფლობელები“ – ნათქვამია ინფორმაციაში.
