რა თანხა გამოიმუშავეს თოფურიამ და დვალიშვილმა გამარჯვებების შემდეგ?

18 თებერვალს, UFC-ის ორმა ქართველმა მებრძოლმა ილია თოფურიამ და მერაბ დვალიშვილმა უმნიშვნელოვანესი გამარჯვებები მოიპოვეს.
ილიამ ალექსანდრ ვოლკანოვსკი დაამარცხა და საჩემპიონო ქამარი მიიღო, მერაბმა კი სეხუდოს სძლია და სატიტულო ბრძოლისკენ უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადადგა. როგორც UFC-ის პრეზიდენტმა დანა უაითმა განაცხადა, დვალიშვილის შემდეგი ბრძოლა საჩემპიონო იქნება.
ამერიკული შერეული საბრძოლო ხელოვნების გამოცემა mmafighting.com-ის და Yahoo Sport-ის მიხედვით, თოფურიამ ვოლკანოვსკის დამარცხებისთვის 350 000 დოლარი მიიღო, საღამოს საუკეთესო ბრძოლისთვის კი 50 000 დოლარიც დაემატა.
რაც შეეხება მერაბ დვალიშვილს, მან სეხუდოს დამარცხებისთვის 210 000 დოლარი მიიღო.

ასევე დაგაინტერესებთ

აჩიკო ბერიძე: „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელ, ნინო წილოსანთან ერთად, ბათუმის საპატიო მოქალაქეებს, საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს შევხვდი (ფოტოები)

ბუნდესტაგის წევრი – კარი აქ არის და კარი ღიაა, ჩვენ არ ვაპირებთ ამ კარის აღებას და მის „ქართული ოცნების“ მიმართულებით გადატანას – ამ კარს არ გადავიტანთ, ერთ ნაბიჯსაც არ გადავდგამთ ევროკავშირის ღირებულებებს მიღმა