რა ვითარებაა რაჭაში, სადაც დღეს მიწისძვრა მოხდა

რა ვითარებაა რაჭაში, სადაც დღეს მოხდა
· 1 035
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, პაპუნა მარგველიძის განცხადებით, რაჭაში დღეს მომხდარ მიწისძვრას ნგრევა არ გამოუწვევია.
„გადამოწმებული ინფორმაციით, რამე მსხვერპლი და სერიოზული ნგრევა არ გამოუწვევია ამ მიწისძვრას, თუმცა ახლა მიმდინარეობს ინფორმაციის მოძიება, მუნიციპალიტეტების მხრიდან ხდება გადამოწმება სოფლებში.
სოფელ ჟოშხაში არის ერთი სახლი დაზიანებული, რომელიც ადრე მეწყერის შედეგად დაზიანდა, თუმცა ამ პიროვნებას უკვე კომპენსაცია აქვს მიღებული და შეძენილი აქვს სხვა საცხოვრებელი სახლი“, – აცხადებს მარგველიძე.