რა ეღირება დღეს დოლარი და ევრო?

5 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად ქართული ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით გაუფასურდა. დოლარის ცვლილებამ 0.33 თეთრი შეადგინა და დოლარის ღირებულება 2.7247 ლარია.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.61 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.9677 ლარი გახდა.