რა ეღირება დღეს დოლარი და ევრო?

1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7280 ლარი გახდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გუშინდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7280 ლარი გახდა. კურსი, რომელიც ორშაბათს მოქმედებდა, 2.7264 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0016 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9738 ლარია. მაშინ, როცა ორშაბათს მოქმედი კურსი 2.9595 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0143 ლარი შეადგინა.