რა დაუხაზა ქაღალდზე ხიდაშელმა ვოლსკის? – კრემლის გეგმა საქართველოს რკინიგზაზე

გადაცემა „რეაქციაში“ პარტია „დროას“ წევრი თამარ კაკაბაძე იხსენებს გიორგი ვოლსკისა და დავით ხიდაშელის შეხვედრას, სადაც ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, მათ შორის, რკინიგზის ირგვლივ საუბრობდნენ და ამბობს:
“3-4 ადამიანი ვიყავით კაფეში, როდესაც ხიდაშელი შემოვიდა, ყურადღება მან მიიქცია, ვოლსკი ყურადღებას არ მიიქცევდა, ხშირად გვინახავს იქ. აღმოჩნდა ისე, რომ ჩვენ გვერდით დასხდნენ ზუსტად და არ სჭირდებოდა დაძაბვა სმენის, რომ მათი საუბარი გაგეგო.
რამდენიმე საკითხი იყო მნიშვნელოვანი, რაზეც მათ ისაუბრეს. პირველი არის რკინიგზის აღდგენის საკითხი, ხიდაშელი ფურცელზე უხატავდა კიდეც რკინიგზა სად გადის, აქ არის საზღვარი, აქედან შევა. მიმტანს სთხოვა ფურცლის მიტანა, ვარდისფერ თუ წითელ ფურცელზე უხატავდა რაღაც სქემებს – აქ არის ს საზღვარი, აქ არის ო, აქ გადის საზღვარი.
საუბარი იყო 37 კილომეტრზე, რომელიც არის სრულიად დანგრეული და ამის აღდგენაზე საუბრობდნენ. აქ მნიშვნელოვანი არის ორიო რამ – ამ რკინიგზის აღდგენაზე მუშაობს რუსეთი და მუშაობს რუსეთის თავდაცვის ძალები, იმიტომ, რომ რუსეთის სტრატეგიულ ინტერესია და მეორე, ეს არის სუვერენიტეტის საკითხი საქართველოსთვის – საქართველოს ოფიციალური საზღვარი გადის მდინარე ფსოუზე, როდესაც შემოვა ტვირთი რუსეთიდან აფხაზეთში, ის უნდა დადეკლარირდეს, ვინ დაადეკლარირებს ამ ტვირთს – აფხაზეთის ე.წ. რესპუბლიკაში, რომელიც აღიარებული აქვს რუსეთს და შემდეგ უნდა გამოიაროს საქართველოში და ახლიდან გადმოკვეთოს ე.წ. საზღვარი.
მეორე საფრთხე, რაც ამ რკინიგზას უკავშირდება, ეს არის შუა დერეფნის პროექტის ნაწილი რუსეთისთვის. შუა დერეფნის სავაჭრო გზა, რომელიც ჩაფიქრებული იყო რუსეთის გავლით სატრანსპორტო გზის ალტერნატივად, რეალურად მოემსახურება ისევ რუსეთს. იქ ძალიან რთული იქნება იმის კონტროლი, ირანიდან რუსეთში რა ტიპის ტვირთი შეაღწევს.
ხიდაშელი ახსენებდა შს მინისტრის გვარს, რობერტ კიუს, რომელთანაც აქვს პირდაპირ კომუნიკაცია – ეს არის აფხაზეთის ე.წ. შს მინისტრი, რომელიც უშიშროების უფროსი იყო აფხაზეთში და მის დანაბარებს აცნობდა ს.
საინტერესოა, რა სტატუსით ელაპარაკება ხიდაშელი რუსეთის მარიონეტულ საოკუპაციო რეჟიმს აფახაზეთში. საინტერესოა, ერთხელ მაინც სუსი ამ საუბრებით თუ დაინტერესდა, ან დღეს რატომ არ იმყოფებოდა ბატონი ხიდაშელი გამოკითხვაზე. ეს გასაჯაროვდა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მას სეპარატისტებთან, საოკუპაციო რეჟიმთან აქვს პირდაპირი კომუნიკაცია – რაზე, რა სტატუსით, რატომ – ეს კითხვები უნდა დაესვა მისთვის სუს-ს“.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი: ცვლილებები ჩვენი მხრიდან, ბუნებრივია, ვერ დაიგეგმება გამომდინარე იქიდან, რომ ხვალ მესამე მოსმენით მიიღება კანონი – 14-დან 28 მაისამდე, შესაძლებელია პოზიციების შეჯერება და შემდეგ მისი ასახვა ვეტოს კანონპროექტში