პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოში სამი მაიდნისა და რევოლუციის მცდელობა მოხდა, რამაც ბუნებრივია ბიზნესზეც იმოქმედა. ამის შესახებ მან პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი განმარტებით, ზემოთ აღნიშნულის მიუხედავად, ყველაფერი დასრულებულია და რა დანაკლისიც იყო, დეკემბრის პირველ ნახევარში, ის ერთი ორად აღდგება მაქსიმუმ იანვარში.
„რადიკალური ოპოზიციის ბოლო მცდელობა, ქვეყანაში მოეწყო მაიდანი და აერია ქვეყანა, ბუნებრივია ბიზნესზე იმოქმედა. ეს ფაქტია. მაგრამ, ის რომ ყველაფერი დასრულებულია, ამას ძალიან მტკიცედ გეუბნებით. მაიდანი უკვე ჩავარდა და მათ შორის, ეს ადამიანები, რომ არიან დაკავებული, არის ერთ-ერთი მიზეზი იმის, რატომაც ოპოზიციას ძალადობრივი რესურსი მთლიანად გაუნეიტრალდა. ვინც ძალადობდა, ისინი იქნენ დაკავებული. შესაბამისად, ვეღარ ძალადობენ.
როგორც კი [მაიდნის მოწყობის მცდელობა] დასრულდა, ბიზნესი ჩვენს ქვეყანაში გაორმაგებული ტემპებით აღდგა. მაიდანი უკვე ჩავარდა, ყველაფერი უკვე დამშვიდდა. შესაბამისად, რაც იყო დანაკლისი, დეკემბრის პირველ ნახევარში, ის ერთი ორად აღდგება მაქსიმუმ იანვარში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.