რა გეგმები აქვს “თბილღვინოს” 2025 წელს?

მეღვინეობა “თბილღვინოს” დამფუძნებელი და დირექტორი, ზურაბ მარგველაშვილი აცხადებს, რომ 2025 წელს ოპტიმისტურად და იმედიანად უყურებს. ამის შესახებ მან BM.GE-სთან ისაუბრა.
მარგველაშვილის განმარტებით, 2024 წელს ყველაზე წარმატებული რთველი ჰქონდათ. შესაბამისად, 2025 წელს, „თბილვინო“ საექსპორტო ბაზრებზე პოზიციების გაძლიერებას და სავაჭრო ნიშნის ოპტიმიზაციას გეგმავს.
„2024-ში წარმატებული რთველი გვქონდა, რაც კი გვქონია. ვენახების გაშენება 2013 წელს დავიწყეთ და ქართველ და უცხოელ გუნდის წევრებთან ურთიერთობის საკმაოდ დიდი ცოდნა დავაგროვეთ.
ბოლო მოსავლის ღვინოები საკმაოდ იმედის მომცემია. 2025 წელს იმ 25-ზე მეტ ქვეყანაში, სადაც „თბილღვინოს“ ღვინოები იყიდება, ჩვენს პარტნიორებთან ერთად პოზიციებს კიდევ უფრო გავაძლიერებთ, მთელ რიგ სავაჭრო ნიშნების ოპტიმიზაციას მოვახდენთ. 2025 წელს საკმაოდ ოპტიმისტურად და იმედიანად ვუყურებთ “, – ამბობს მეღვინე.