,,რა განსხვავებაა გახარიასა და სალომე ზურაბიშვილს შორის?” –

ფილოლოგი სოციალურ ქსელში წერს:
,,რა განსხვავებაა გახარიასა და სალომე ზურაბიშვილს შორის -არანაირი.
ორივე პროდასავლურობს, ორივე ოპოზიციონერობს, ორივე ოცნების ყოფილი მაღალჩინოსანია, ორივე ლანძღავს ნაციონალებს, ორივე ხელს უშლის (სხვადასხვა ფორმით) ერთიანობას, ორივეს საარაკო პოლიტიკური გუნდი ჰყავს, ორივე ცრუსაქმიანობას ეწევა, ორივე ემორჩილება რუსული რეჟიმის მოთხოვნებს, ორივეს მძიმე დანაშაული აქვს ჩადენილი საქართველოს წინაშე და არც კი უნანიათ( ერთმა ომი დააბრალა ქართველ ხალხს, მეორემ -თვალები დათხარა). ორივეს შეეძლო სასიკეთოდ გარჯა და არ გაისარჯა.
განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ ერთი შინ ცრუსაქმიანობს, მეორე -გარეთ. და კიდევ, ლეგიტიმურ სალომეს უფრო მეტი მოეთხოვება, ვიდრე 5 -პროცენტიანი პარტიის ლიდერს.
დიდი ინფანტილიზმია ამათ იმედად ყოფნა. ჩვენ უნდა მივხედოთ ჩვენს თავს და ნუ ველოდებით ამათგან რაიმე სასიკეთოს.“

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ ყაველაშვილი – ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როცა გამოწვევებია მთელ მსოფლიოში, ჩვენი ერი იყოს ერთიანი, ვიზრუნოთ ერის გაერთიანებაზე – მინდა, დავამშვიდო, დავაწყნარო და მივულოცო საზოგადოებას დღევანდელი დღე – გვჯეროდეს ერთმანეთის

მიხეილ ყაველაშვილი – რაც არ უნდა ხდებოდეს გარშემო, ყოველთვის უნდა დავიცვათ ეროვნული ინტერესი – მინდა, დავამშვიდო, დავაწყნარო და მივულოცო საზოგადოებას დღევანდელი დღე, ვიყოთ რწმენაში უფრო მტკიცე, გვჯეროდეს ერთმანეთის