ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რა გამოწვევები შეუქმნეს რუსეთის მოქალაქეების მიერ დაფუძნებულმა კომპანიებმა უძრავი ქონების ბიზნესს?

რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შემდეგ, საქართველოში შემოსული რუსი მოქალაქეების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. რუსი მიგრანტები, რომლებმაც საქართველოში უძრავი იქნება შეიძინეს და შემოსავლის წყაროც გაუჩნდათ, იყო მოლოდინები რომ ისინი უძრავი ქონების სექტორში გარკვეულ გამოწვევებს შექმნიდნენ.
როგორ რეალიზდა ეს რისკები და რა გამოწვევები შეუქმნეს რუსეთის მოქალაქეების მიერ დაფუძნებულმა კომპანიებმა უძრავი ქონების ბიზნესს, "საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის" პრეზიდენტმა ვაჟა მებაღიშვილმა, BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას ისაუბრა.
მისი განმარტებით, ძირითადი პრობლემა ადგილობრივი კომპანიების არათანაბარ გარემოში ოპერირება იყო.
„არათანაბარი გარემო შეიქმნა, რადგან ჩვენთან რეგისტრირებული კომპანიები გადასახადებს იხდიან და შემოსულები, ანუ რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოში დარეგისტრირებული კომპანიების ნაწილი გადასახადს არ იხდიდა“, - განაცხადა მან.
ვაჟა მებაღიშვილის განცხადებით, პრობლემა იყო ისიც, რომ აღნიშნული კომპანიები ძალიან დიდი რაოდენობით შემოვიდნენ, რაც განსაკუთრებით ბათუმის და აჭარის რეგიონზე აისახა.
„შემოსული კომპანიები რომლებიც დარეგისტრირებულნი არიან ჩვენ ხელს არ გვიშლიან. გამოწვევა ის არის, რომ ჩვენ წევრ კომპანიებს მათთან რეალურ კონკურენციაში შესვლა მოუწიათ და სერვისების ნაწილშიც ბევრ სირთულეებს წააწყდნენ. ეს განსაკუთრებით, ბათუმის და აჭარის რეგიონზე აისახა“, - ამბობს იგი.
ასევე უნდა აღინიშნოს, რომ 2023 წლის 9 თვის მდგომარეობით, საქართველო 20 ათასზე მეტმა რუსეთის მოქალაქემ დატოვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მესამე კვარტლის საზღვრის კვეთის სტატისტიკიდანაც ჩანს, რომ საქართველოში იმაზე ნაკლები რუსეთის მოქალაქე შემოვიდა, ვიდრე გავიდა. მიგრანტების ეფექტის შესუსტებაზე მეტყველებს ფულადი გადმორიცხვების სტატისტიკაც. გასულ თვეში რუსეთიდან გზავნილების მოცულობა 66%-ით, ანუ 114 მილიონი დოლარით შემცირდა.

არქივის შესახებპირველწყარო: bm.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.