რა არის ყველაზე დიდი ცოდვა ივანიშვილის თვალში? – რომან გოცირიძე

ყოფილი პარლამენტარი, რომან გოვირიძე:
ივანიშვილი იმიტომ კი არ იჭერს თავისიანებს, რომ იმაზე მეტი მოიპარეს, რისი ნებართვაც მან გასცა, არამედ იმიტომ, რომ უკუგება იმაზე ნაკლები მიიღო, ვიდრე მისი წყალობით გაცემული სიკეთეები იმსახურებდა. ბოლომდე დახარჯვა, ლიმონივით გამოწურვა, მონური მორჩილება, სამარემდე ჩაყოლა, ღალატის გულში არ გავლება-ის მოთხოვნებია, რომელიც არ უნდა დაარღვიო. შეგეშლება? გაიწირები. “გუნდის” ყოფილი წევრი ხარ თუ ამჟამინდელი, უნდა იყო რეჟიმისა და მის პირად სამსახურში. სისხლის, ოფლის, ნამუსის უკანასკნელ წვეთამდე უნდა ემსახურო მას. განზე გადგომა მოინდომე, რომ შეირგო რაც მოიპარე? არ გაპატიებს. განრიდება ყველაზე დიდი ცოდვაა ივანიშვილის თვალშირა. თუ დასავლეთი არ გერჩის, ეს უკვე ღალატის უტყუარი საბუთია. საბოლოო შედეგი მონა-მორჩილი პირის განადგურებაა. ბედს უნდა უმადლოდეს, თუ ეს მხოლოდ მორალური განადგურება იქნება.