რა არის საჭირო ხელახალი არჩევნების ჩასატარებლად?
1. ხელახალი არჩევნები ინიშნება იმ შემთხვევაში, თუ საარჩევნო ადმინისტრაცია ვერ ახერხებს კენჭისყრის შემაჯამებელი ოქმის მიღებას.
2. ხელახალი არჩევნები შეიძლება დაინიშნოს სხვადასხვა დონის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე. სავარაუდოდ, ცესკო რამდენიმე დღეში დაამტკიცებს შემაჯამებელ ოქმს. სასამართლოს გადაწყვეტილების წინასწარ განჭვრეტა ძნელი არ უნდა იყოს, ყველამ ვნახეთ, როგორ გათელეს სააპელაციო სასამართლოებმა თეთრიწყაროს პრეცენდენტი! ამ ქვეყანაში სასამართლო აკეთებს იმას, რასაც ოლიგარქი უბრძანებს. 3. ხელახალი არჩევნები საქართველოს ისტორიაში ერთხელ უკვე დაინიშნა. აჯანყებულებმა ახალი პარლამენტის პირველი სხდომა ჩაშალეს, მოხდა “ვარდების რევოლუცია”… რევოლუციის მცდელობა საშინლად შეიძლება დასრულდეს მთელი ქვეყნისთვის!
თუ პირველი სხდომა შედგა და დეპუტატებმა სცნეს ერთმანეთის უფლებამოსილება ხელახალი არჩევნები ვეღარ დაინიშნება… ამის შემდეგ მხოლოდ ვადამდელი არჩევნების ჩატარებაა შესაძლებელი.
რა არის აუცილებელი ვადამდელი არჩევნების ჩასატარებლად?
1. პარლამენტმა (75-ზე მეტმა დეპუტატმა) უნდობლობა უნდა გამოუცხადოს პრემიერ-მინისტრს!
რა აიძულებს ახალი მოწვევის პარლამენტის 75-ზე მეტ დეპუტატს (ნინო წილოსანებს და სოზარია სუბარიებს) პულტთან მისვლას და ვადამდელი არჩევნებისთვის ხმის მიცემას? არნახული წნეხი! რა არის საჭირო არნახული წნეხისთვის?
რამდენ ხანი იქნება საჭირო წნეხის განხორციელება?
ძალიან დიდ ხანს!
ერთი სიტყვით, თუ გვინდა, რომ კენჭისყრის დროს ფარულობის დარღვევისთვის, ამომრჩეველთა მოსყიდვისთვოს, სამართალდამცავებისა და ორგანიზებული დანაშაულის წარმომადგენელთა საარჩევნო მიზნით გამოყენებისთვის, სოციალურად დაუცველთა, საბიუჯეტო დაწესებულებებში დასაქმებულთა, პატიმართა ოჯახის წევრებისა და პრობაციონერთა, სახელმწიფო სამედიცინო სერვისებით მოსარგებლეთა თავისუფალ ნებაზე უკანონო ზემოქმედებისთვის, არჩევნების იდეაზე დაფურთხებისთვის ბიძინა ივანაშვილსა და მის გუნდს პასუხი მოეთხოვოს, ხანგრძლივი და მომქანცველი ბრძოლა გველის წინ!
ერთ დღეში და ერთ თვეში საქმის მშვიდობიანად გადაწყვეტა თითქმის წარმოუდგენელია. გავუსწოროთ თვალი სიმართლეს!